“ნაპოლის” ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე “არსენალის” განაპირა მცველის ტაკეჰირო ტომიასუს დამატება სურს, ამის შესახებ ინფორმაციას Areanapoli ავრცელებს.
გამოცემა ირწმუნება, რომ “მეთოფეები” იაპონელის გაყიდვას სარფიანი წინადადების მიღების შემთხვევაში დათანხმდებიან.
ტომიასუ “არსენალისთვის” მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, თუმცა აზიელი ხშირად ტრავმიანობს, რის გამოც ლონდონური კლუბი მზადაა მოთამაშის გაყიდვას დათანხმდეს.
ტაკეჰირო “მეთოფეებმა” 2021 წელს, “ბოლონიადან”, 19 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინეს.