“მისი მოთხოვნები გაზვიადებულია, ბელინგემი ხომ არ არის?!” – “ლაციოს” ყოფილი ფეხბურთელი “კვარაზე”

რომის “ლაციოს” ყოფილმა ფეხბურთელმა ფერნანდო ორსიმ, რომელიც ამჟამად Sky Sports-ზე კომენტატორად მუშაობს, ზე ისაუბრა.
ორსის თქმით, ხვიჩას მოთხოვნები ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით გაზვიადებულია.
“მისი მოთხოვნები, ვგულისხმობ წელიწადში 8 მილიონ ევროს, ვფიქრობ, რომ გაზვიადებულია. ასეთ კონტრაქტს რომ ითხოვ, ბელინგემის მსგავსი ჩემპიონი უნდა იყო”, – განაცხადა ორსიმ.
შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლისთან” მიმდინარე ხელშეკრულება 2027 წლის ზაფხულში ეწურება, მხარეები ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით შეთანხმებას ჯერჯერობით ვერ აღწევენ.