ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სამდივნომ, სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველოს“ განცხადება POSTV-ის ჟურნალისტის წინააღმდეგ დასაშვებად ცნო

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სამდივნომ, საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველოს“ განცხადება POSTV-ის ჟურნალისტის წინააღმდეგ დასაშვებად ცნო.
ამის შესახებ ინფორმაციას „მრავალეროვანი საქართველო“ ავრცელებს.
მათი ცნობით, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას საერთო სამოქალაქო მოძრაობამ “მრავალეროვანი საქართველო“ POSTV-ის წინააღმდეგ განცხადებით მიმართა.
„სადავო მასალები „POSTV – ანალიტიკას“ ფეისბუქ გვერდზე 2024 წლის 11 და 14 ოქტომბერს განთავსდა და ისინი ერთი და იმავე შინაარსის სიუჟეტებს ეხება.
განმცხადებელი დავობს ქარტიის მე-7 (დისკრიმინაცია) პრინციპის დარღვევაზე. მისი პოზიციით, ადგილი აქვს ჟურნალისტის მხრიდან ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციას.
მოპასუხე ჟურნალისტად განისაზღვრა გურანდა ბილიხოძე.
ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს, დაირღვა თუ არა სადავო ჟურნალისტურ პროდუქტებში ქარტიის პრინციპები“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გურული: უმორჩილესად ვთხოვოთ პატრიარქს, რომ იშუამდგომლოს მთავრობასთან, რათა გამოყენებული იქნეს მათი კარგი მეგობარის და პროტეჟეს, უნგრეთის ყოფილი პრემიერის – ვიქტორ ორბანის ინიციატივები შობადობის გასაზრდელად

ნუგზარ სულაშვილი: როდესაც გამოიყენება ფორმულირება – „ოჯახი განწირულია ბოლომდე“ – ეს უკვე არა მხოლოდ თეოლოგიური, არამედ ძლიერი ფსიქოლოგიური და სოციალური ზემოქმედების მქონე გზავნილია