აფხაზეთში, დეფიციტის გამო, ელექტროენერგიის მიწოდებაზე შეზღუდვები ამოქმედდება

ოკუპირებული აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე, ელექტროენერგიის დეფიციტის გამო, ნოემბრის დასაწყისიდან ოთხსაათიანი შეზღუდვა ამოქმედდება, – ამის შესახებ „ჩერნომორენერგოს“ გენერალურმა დირექტორმა, თემურ ჯინჯოლიამ რუსულ მედიას განუცხადა.
„ამჟამად აფხაზეთის ელექტროენერგიის დეფიციტი 260 მილიონი კვტ/სთ-ს შეადგენს. ამასთან დაკავშირებით „ინტერ-რაო“-სთან მიღწეულია შეთანხმება, რომ 1-ელი ნოემბრიდან დაიწყოს 180 მილიონი კვტ/სთ ელექტროენერგიის მოწოდება რუსეთიდან დეფიციტის როგორმე დაფარვის მიზნით, ნოემბრის დასაწყისიდან ასევე დაწესდება ელექტროენერგიის 4-საათიანი შეზღუდვა რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე“, – განაცხადა ჯინჯოლიამ.
„ჩერნომორენერგოს“ გენერალური დირექტორის განმარტებით, ეს არ არის სოციალური ნაკადი და მას კომერციულ ფასად შეიძენს.
მისი თქმით, როგორ განვითარდება სიტუაცია, ეს დამოკიდებულია ენგურჰესის კაშხლის წყლის დონეზე, შემოდინებასა და სადგურის შესაძლებლობებზე.

ასევე დაგაინტერესებთ

„ლელო-ძლიერი საქართველო“ – “ქართულ ოცნებას” მოუწევს გაიაზროს, რომ ოპოზიციონერი ქალი პოლიტიკოსის უკანონო პატიმრობის პირობებში სრული პასუხისმგებლობა ელენე ხოშტარიას სიცოცხლეზე და ჯანმრთელობაზე მათ ეკისრებათ

ნანუკა ჟორჟოლიანი – ჩემთვის და მიშასთვისაც იდეალური იქნებოდა თინა ბოკუჩავას თავჯდომარეობით „ნაციონალურ მოძრაობაში“ ჩემი ინტეგრაცია – ამ პარტიაში ჩემს თავს მენეჯერად განვიხილავ, იქნებ თავჯდომარე ასეთიც შეიძლება იყოს