რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე გრუშკო განცხადებით, პოლონეთის ხელისუფლების განცხადებებს რეძიკოვში ამერიკული სარაკეტო თავდაცვის სისტემის მიერ რუსული რაკეტების ჩაჭრის შესაძლებლობის შესახებ უპასუხისმგებლოა.
„ნატო-ს ქვეყნებს შორის პოლონეთს ყველაზე რადიკალური პოზიციები უჭირავს, მათი ლიდერები აკეთებენ უპასუხისმგებლო განცხადებებს“, – განაცხადა გრუშკომ.
შეგახსენებთ, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ რამდენიმე დღის განაცხადა, რომ ქვეყანა მალე გახსნის საჰაერო თავდაცვის სარაკეტო ბაზას აშშ-სთან შეთანხმებით და დასძინა, რომ ვარშავა აწარმოებს მოლაპარაკებებს შეერთებულ შტატებთან იმის უზრუნველსაყოფად, რომ მისმა სარაკეტო თავდაცვის სისტემებმა პოლონეთის მიმართულებით მფრინავი რუსული რაკეტები ჩამოაგდოს.