გიორგი კალანდარიშვილი – ობიექტური შეფასების პირობებში, ცესკო-ს მიმართ ნაკლები კითხვა იქნება, შეიძლება, საერთოდ არ იარსებოს, PACE-ს დეკლარაცია კი შესაძლოა, იყოს არასწორი გზავნილების შედეგი

ცესკო-ს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, არჩევნებთან დაკავშირებით ობიექტური შეფასების პირობებში, სთან მიმართებაში ნაკლები კითხვები იქნება და შესაძლოა, საერთოდ არ იარსებოს.
როგორც კალანდარიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ აღნიშნა, ინსტიტუცია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარდეს.
“ობიექტური შეფასების პირობებში, რა თქმა უნდა, ნაკლები კითხვა იქნება, შესაძლოა, საერთოდ არ იარსებოს. მეორეა, რამდენად ობიექტური იქნება შეფასებები. ამაზე იმიტომ ვსაუბრობ, რომ წინა საარჩევნო პერიოდის განმავლობაში გვესმის არაერთი განცხადება და შეფასება ჩვენ საქმიანობასთან დაკავშირებით, რომელთა უმრავლესობა არის უსაფუძვლო. ინსტიტუცია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ეს არჩევნები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარდეს. იმისათვის, რომ საზოგადოება და ჩვენი პარტნიორები დარწმუნდნენ იმაში, რომ ინსტიტუცია სწორად მიჰყვება პროცესს, ყველა ჩვენს ქმედებაში, აქტივობაში, ნაბიჯში მაღალი გამჭვირვალობა გვაქვს უზრუნველყოფილი, რაც ჩართულ მხარეებს საშუალებას აძლევს, თავად შეაფასოს ცესკოს ქმედებები, მათ შორის კომისიური გადაწყვეტილებები“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.
ამასთან, ცესკოს თავმჯდომარის შეფასებით, ინსტიტუციის საზრუნავი არ არის ის, თუ რომელი პოლიტიკური გაერთიანება რა შედეგს მიიღებს.
„ინსტიტუციის საზრუნავი და საფიქრალი არ არის არჩევნების პოლიტიკური შედეგი. ჩვენი საზრუნავია პროცესის გამჭვირვალედ, მიუკერძოებლად ადმინისტრირება – ეს არის ჩვენი საფიქრალი და მანდატი და არა ის, თუ რომელი პოლიტიკური გაერთიანება რა შედეგს მიიღებს“, – აღნიშნა მან.
კალანდარიშვილის თქმით, -ს ელჩის, ს განცხადება და ეუთო/ოდირის წინასაარჩევნო შუალედური ანგარიშით ცესკოს საქმიანობა პოზიტიურად ფასდება.
„მინდა გავიხსენო აშშ-ს ელჩის [რობინ დანიგანი] შეფასება ინსტიტუციის საქმიანობის შეფასებასთან დაკავშირებით, რომელიც ძალიან დადებითად აფასებს ამ ყველაფერს. რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა ეუთო/ოდირის წინა საარჩევნო შუალედური ანგარიში, რომელშიც ცესკოსთან მიმართებაში ობიექტური შეფასებები არის, რომელიც ასევე პოზიტიურად აფასებს ინსტიტუციის მიერ ვადების დაცვას, გამჭვირვალობას ტექნიკურ მზაობას და ა.შ. ამიტომაც, აღვნიშნე, რომ თუკი იარსებებს ობიექტური შეფასებები, რა თქმა უნდა, ჩვენ საზოგადოებას ექნება ობიექტური შეფასება ინსტიტუციის საქმიანობასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა მან.
კალანდარიშვილმა ისაუბრა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დეკლარაციაზეც, რომელშიც ნათქვამია, რომ „ცესკო მმართველი პარტიის კონტროლის ქვეშ მოექცა“ და უპასუხა კითხვას, რატომ მოახდინა ცესკომ ასეთი შთაბეჭდილება ევროპის საპარლამენტო ასამბლეაზე.
კალანდარიშვილის თქმით, მათი ცნობები ეყრდნობა იმ შეტყობინებებს, რომლებიც სხვადასხვა დაინტერესებული მხარის მხრიდან ვრცელდება, თითქოს ინსტიტუცია არის მმართველი პარტიის ან რომელიმე პოლიტიკური პარტიის გავლენების ქვეშ, შესაბამისად, PACE-ის შეფასებები შესაძლოა, იყოს არასწორი გზავნილების შედეგი.
„ჩემთვის გაუგებარია რა საფუძველს ეყრდნობა ეს ჩანაწერი. „ცნობები, რომელიც საქართველოდან მოდის“- ეს არის ის შეტყობინებები, რომლებიც სხვადასხვა დაინტერესებული მხარეების მხრიდან ჩვენ ინსტიტუციასთან მიმართებაში ვრცელდება, რომლის მიზანი არის ის, თითქოს ინსტიტუცია არის მმართველი პარტიის ან რომელიმე პოლიტიკური პარტიის გავლენების ქვეშ, ამასთან დაკავშირებით არანაირი საფუძველი არ არსებობს. ამასთან, პირადად შევხდი ევროპის საპარლამენტო დელეგაციას, რომელიც საქართველოში იმყოფებოდა, ამ შეხვედრის დროს არ დასმულა არც ერთი კითხვა, რომელიც მიკერძოებას შეეხებოდა. შესაბამისად, ჩვენთვის გაუგებარია რას ეყრდნობა ეს შეფასებები. ვარაუდი გვაქვს, რომ ეს შესაძლოა იყოს არასწორი შეფასების და გზავნილების შედეგი“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.