გალიები ფარშევანგების გარეშე – “წლის შემდეგ კვერცხებიც გვექნება” – რა ხდება ქობულეთში

ქობულეთის მერიამ წინასაარჩევნოდ ცენტრალურ პარკში რკინის ვოლიერები ჩადგა, სადაც, წესით ფარშავანგები უნდა შეეშვათ, თუმცა, გაირკვა, რომ ფარშავანგები არ ჰყავთ და აცხადებენ, რომ ჯერ ვერც იყიდიან, რადგან ბიუჯეტში შესაბამისი თანხა არ გააჩნიათ.
ადგილობრივები ტვ პირველთან ამბობენ:
“როცა მუნიციპალიტეტში მოსახლოება ებრძვის არაერთ პრობლემას – გაზიფიცირებას, სასმელი წყლის პრობლემას, მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურას, ამ დროს ხელისუფლება ადამიანებს დასცინის და უშენებს ფარშავანგის გალიებს“
“ჩვენ გვჭირდება დიდი გალია, რომ ასეთ პირობებში ვცოცხლობთ და ვცხოვრობთ, რათა ტურისტებმა უფრო კარგად ნახონ, რა ექსპონატები ვართ. წელსო გალიაო, მომავლში ფარშევანგებიო, სასაცილოა, სატირალი თუ არა. 2 წლის შემდეგ კვერცხებიც გვექნება და ასე გავმრავლდებით და ავშენდებით. იმდენი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემა არსებობს და გადარჩენისთვის ვიბრძვით, გვემასხარავებიან“

ასევე დაგაინტერესებთ

მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული: ოჯახის სიწმინდე და სიმტკიცე იწყება იქ, სადაც დაცულია ადამიანის ღირსება, შინაგანი მშვიდობა, სამართლიანობა, ერთმანეთის პატივისცემა და ოჯახისთვის აუცილებელი სოციალური თუ ეკონომიკური სტაბილურობა

ნიკა ვაჩეიშვილი: რა ოჯახის სიწმინდე – ახალგაზრდებს ოჯახს აცილებთ, სცემთ, აჯარიმებთ, ციხეში სვამთ, ბავშვებს წამალს არ აძლევთ, დედებს საქართველოდან უცხო ოჯახებში მიერეკებით სარჩოს საძებნად…