„ჰუსიტების“ განცხადებით, აშშ-ის მიერ მიწისქვეშა იარაღის შესანახი საწყობების დაბომბვას უპასუხოდ არ დატოვებენ

„ჰუსიტების“ განცხადებით, აშშ-ის მიერ მიწისქვეშა იარაღის შესანახი საწყობების დაბომბვას უპასუხოდ არ დატოვებენ.
„ვადასტურებთ, რომ ამერიკული აგრესია უპასუხოდ არ ჩაივლის“, – ნათქვამია „ჰუსიტების“ პოლიტბიუროს განცხადებაში.
შეგახსენებთ, აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის ცნობით, ამერიკელმა სამხედროებმა B-2 ტიპის სტელსის ბომბდამშენების გამოყენებით იემენში, „ჰუსიტების“ მიწისქვეშა იარაღის შესანახ საწყობებს დაარტყეს.

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას დაკრძალვაზე, მისთვის პატივის მისაგებად მისულმა ადამიანებმა სიტყვა თქვეს. მათ შორის იყო ქალი აფხაზეთიდან, რომლის ქმარიც აფხაზეთის ომის დროს, შვილი კი 2008 წლის აგვისტოში ომში მოკლეს (ვიდეო)