საქართველოს ნაკრები მეტოქეები 13 დეკემბერს გამოვლინდებიან

ევროპის ნაკრებებისთვის 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა 2024 წლის 13 დეკემბერს გაიმართება და საქართველოს ნაკრების მეტოქეები გამოვლინდებიან.
წილისყრის შედეგად შეიქმნება 12 ჯგუფი (ზოგი ჯგუფი ოთხგუნდიანი იქნება, რამდენიმე კი ხუთგუნდიანი). ჯგუფების გამარჯვებულები მსოფლიო ჩემპიონატზე პირდაპირ მოხვდებიან, მეორეადგილოსნები კი პლეი ოფში მიიღებენ მონაწილეობას.
წილისყრის კალათების საბოლოო მდგომარეობა ჯერ დაზუსტებული არ არის, თუმცა ამ ეტაპისთვის გარკვეულია, რომ საქართველოს ნაკრები მესამე კალათაში იქნება. პირველ კალათაში ადგილი გაინაღდეს საფრანგეთის, ესპანეთის, ინგლისის, ბელგიის, ნიდერლანდების, პორტუგალიის, იტალიისა და გერმანიის ნაკრებებმა.
მსოფლიო ჩემპიონატი კანადაში, -სა და მექსიკაში 2026 წლის 11 ივნისიდან 19 ივლისის ჩათვლით გაიმართება.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი ირაკლი კობახიძის ღია წერილზე – ეს ალბათ, პირველი შედეგია იმის, რომ ბიძინა ივანიშვილმა ვერც ვერაფერი დაალაგა – ტრამპს ალბათ, დღეს ამისთვის ნაკლებად სცალია, მაგრამ ვინც წაიკითხავს, ძალიან სამწუხაროა, ეს მათთვის იქნება გამაოგნებელი

ალექსანდრე დარახველიძე – გრძელია იმ ქვეყნების ჩამონათვალი, ვისი მოქალაქეებიც აქციებში იყვნენ ჩართული – მნიშვნელოვანია არსებობდეს მექანიზმი, რომ უცხოელი, რომელიც შეკრების წესებს დაარღვევს ან წვრილმან ხულიგნობას ჩაიდენს, ქვეყნიდან გავაძევოთ