– ისრაელელმა სამხედროებმა „ჰეზბოლას“ ბაზებზე თანამედროვე რუსული იარაღი აღმოაჩინეს

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელის ძალებმა სამხრეთ ლიბანში „ჰეზბოლას“ ბაზების ჩხრეკისას თანამედროვე რუსული იარაღი აღმოაჩინეს.
ნეთანიაჰუმ გამოცემა Le Figaro-სთან ინტერვიუში ხაზგასმით აღნიშნა, რომ გაერო-ს უშიშროების საბჭოს 2006 წლის რეზოლუციით, მხოლოდ ლიბანის არმიას ჰქონდა უფლება ჰქონოდა იარაღი ქვეყნის საკვანძო მდინარე ლიტანის სამხრეთით.
„თუმცა, ამ ტერიტორიაზე „ჰეზბოლამ“ ასობით გვირაბი და საცავი გათხარა, სადაც ახლახან აღმოვაჩინეთ თანამედროვე რუსული იარაღი. ლიბანში ახალი სამოქალაქო ომი ტრაგედია იქნებოდა. რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანი არ არის პროვოცირება. არ აპირებს ლიბანის შიდა საქმეებში ჩარევას“, – განუცხადა ნეთანიაჰუმ Le Figaro-ს.
მისი მტკიცებით, ისრაელის ერთადერთი მიზანია, იმ მოქალაქეებს, რომლებიც ლიბანის საზღვართან ცხოვრობენ, მისცენ საშუალება, თავიანთ სახლებში დაბრუნდნენ და თავი დაცულად იგრძნონ.

ასევე დაგაინტერესებთ

“ერთადერთი კაცი, ვინც პასუხისმგებელია ქვეყანაში ცხოვრების გაძვირებაზე, არის ბიძინა ივანიშვილი – პასპორტი გაძვირებამდე იყო 100 ლარი, გაძვირების შემდეგ გახდა 150 ლარი; პირადობის მოწმობა გაძვირებამდე იყო 30 ლარი, გაძვირების შემდეგ გახდა 60 ლარი…”

ლევან ღამბაშიძე: თუ ვინმეა საქართველოში არაკონსტიტუციური ძალა, ეს არის ქართული ოცნება და კი, მეც მიმაჩნია, რომ მასთან საუბარს აზრი არ აქვს, სანამ ყველა ტყვე არ გათავისუფლდება და ქვეყანაში არ ჩატარდება სამართლიანი არჩევნები