ვენესუელის პრეზიდენტმა გაიანას ესეკიბოს რეგიონში ნავთობის ექსპლუატაციის ბრძანება გასცა

ვენესუელის პრეზიდენტმა, ნიკოლას მადურომ გაიანას ესეკიბოს რეგიონში ნავთობის ექსპლუატაციის ბრძანება გასცა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო The Associated Press-ი ავრცელებს.
„ესეკიბოს მთელ ტერიტორიაზე ნავთობის, გაზისა და მაღაროების მოძიებისა და ექსპლუატაციის საოპერაციო ლიცენზიების დაუყოვნებლივ გაცემას გავაგრძელებ“, – განაცხადა მადურომ.
მადურომ ესეკიბოს რეგიონში მოქმედ კომპანიებს, მუშაობის შეჩერებისთვის სამი თვე მისცა.
შეგახსენებთ, ვენესუელაში 3 დეკემბერს გამართულ რეფერენდუმზე მადურომ გამარჯვება გამოაცხადა, მას შემდეგ, რაც ამომრჩეველთა 95%-მა ესეკიბოს რეგიონის მიერთებას დაუჭირა მხარი.

ასევე დაგაინტერესებთ

შსს – სამართალდამცველებმა არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით 3 პირი დააკავეს – ბრალდებულები შვილებს ბათუმში, მათ შორის ტურისტულ ადგილებში, მოწყალების თხოვნასა და ყვავილებით ვაჭრობას აიძულებდნენ