ალექსანდრ სირსკი – ბრიტანეთი მუშაობს საკუთარ წინადადებებზე უკრაინის „გამარჯვების გეგმის“ განსახორციელებლად

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ალექსანდრ სირსკიმ ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების სარდალთან, ენტონი რადაკინთან საუბრისას ს ფედერაციის ტერიტორიაზე ღრმა დარტყმების შესაძლებლობა და „გამარჯვების გეგმის“ განხორციელება განიხილა.
შეხვედრის შემდეგ სირსკიმ განაცხადა, რომ საუბრისას ცალ-ცალკე განიხილეს რუსულ სამხედრო ობიექტებზე ოპერატიულ და სტრატეგიულ სიღრმეში დარტყმის შესაძლებლობები.
„ახლა ბრიტანული მხარე მუშაობს საკუთარ წინადადებებზე, „გამარჯვების გეგმის“ პრაქტიკული განხორციელების ფარგლებში“, – აღნიშნა სირსკიმ.
ამასთან, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევასა და სამხედრო დანაშაულების ჩადენაზე, კერძოდ, კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებსა და სამოქალაქო სამიზნეების მასიურ დაბომბვაზე.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე – ძალიან კარგად იციან, რომ თუ არ მიდიხარ საგამოძიებო კომისიაზე, ამას მოჰყვება შესამაბისი რეაგირება – იციან, რომ სასჯელი დიდი არ არის, ამით უნდათ პოლიტიკური ბენეფიტების მიღება

შალვა პაპუაშვილი – მგონი, ბატონმა ფიშერმა უარი თქვა ელჩობაზე და იქცა რადიკალური ოპოზიციის ყველაზე რადიკალური ფრთის მხარდამჭერად – გერმანელი ხალხი ნამდვილად არ არის ამ ღირებულების მატარებელი, რასაც ფიშერი ქართველ ხალხს აჩვენებს

ცირა ელისაშვილი: არჩევნებში თუ შედიხართ გაბედეთ ამის თქმა, დროულად. საზოგადოება თავად შეაფასებს თქვენი პოზიციის მართებულობას, მთავარია რომ თქვათ სიმართლე, როცა თქვენი კოლეგის სიცოცხლე ბეწვის ხიდზე გადის!