პრემიერი – სანქციები აბსოლუტურად კონტრპროდუქტიულია – დაგვისანქცირეს პოლიციის მაღალი თანამდებობის პირები, 2008 წელს ნაბრძოლი ადამიანები, ასეთი შეცდომები არ შეიძლება დაუშვან

თქვენ იცით, რომ ჩვენ ვართ მაქსიმალურად ღია დაკვირვებისთვის – როდესაც ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ ადგილობრივი NGO-ები, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებმა ობიექტურად შეაფასონ , – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა -ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა, რომლის თქმითაც, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოში არჩევნებს „ახლოდან დააკვირდება“.
მისი თქმით, საქართველო მზად არის ნებისმიერი სახის დაკვირვებისთვის 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის.
„თავიდანვე, თუ არ ვცდები, ჯერ კიდევ თებერვლის თვეში მოვიწვიეთ ეუთო/ოდირის გრძელვადიანი მისია, მოვიწვიეთ სხვა მისიები, მათ შორის, საპარლამენტო ასამბლეების მისიები. მაქსიმალურად ღია ვართ ნებისმიერი დაკვირვებისთვის ამ არჩევნებზე და იმედი გვაქვს, რომ იქნება მაქსიმალურად წარმოდგენილი ყველა სადამკვირვებლო მისია ჩვენს ქვეყანაში. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ვატარებთ სამართლიან, თავისუფალ და კონკურენტულ არჩევნებს, რაც მეტი დამკვირვებელი ეყოლება ამ ტიპის არჩევნებს, მით უკეთესი, ბუნებრივია, ჩვენთვის. მით უმეტეს თქვენ ხედავთ, რომ ქვეყნდება ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების, ე.წ. სადამკვირვებლო ორგანიზაციების, აბსოლუტურად სიყალბეზე დაფუძნებული ანგარიშები. ისინი აგრძელებენ იმ ტრადიციას, რომელიც განსაკუთრებულად მძაფრად გამოიკვეთა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, როდესაც ამ ორგანიზაციებმა გააყალბეს ე.წ. PVT პარალელური ხმის დათვლის შედეგები, გააყალბეს სხვა მონაცემები ზედმეტობებთან დაკავშირებით, შედეგების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით და იგივე სულისკვეთებით მოქმედებენ ახლაც. ასეთ პირობებში, როდესაც ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ ადგილობრივი NGO-ები, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებმა ობიექტურად შეაფასონ არჩევნები“, – განაცხადა მ.
კითხვაზე, თუ სადამკვირვებლო ორგანიზაციები არჩევნებს ობიექტურად არ შეაფასებენ, ელოდება თუ არა სანქციებს, პრემიერმა აღნიშნა, რომ ყველამ დაინახა, რომ სანქციები კონტრპროდუქტიულია.
„სანქციები, თქვენ ხედავთ, რომ არის აბსოლუტურად კონტრპროდუქტიული, აქედან გამომდინარე, მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ის სუბიექტი, რომელიც შეიძლება ფიქრობდეს თეორიულად სანქციებზე, პრაგმატულად იმოქმედებს და არ მიიღებს ისეთ ზომებს, რომლებიც პირიქით უკან შეუბრუნდება შესაბამის ძალებს. სანქციები არის კონტრპროდუქტიული. ჩვენ დაგვისანქცირეს პოლიციის ორი წარმომადგენელი, პოლიციის მაღალი თანამდებობის პირი, 2008 წელს ნაბრძოლი ორი ადამიანი, ასეთი შეცდომები არ შეიძლება დაუშვან იმ ადამიანებმა, რომლებიც ასეთ გადაწყვეტილებებს იღებენ. თავადაც ყველამ დაინახა, რომ სანქციები არის კონტრპროდუქტიული, აქედან გამომდინარე, მე მგონია, რომ მომავალში იქნება მიღებული პრაგმატული გადაწყვეტილება“, – განაცხადა კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – რადიკალური ოპოზიციის საარჩევნო დაპირებაა ესკალაციის გაზრდა რუსეთთან, რაც სამხედრო დაპირისპირებაში ჩვენ შეყვანას ნიშნავს – ამომრჩეველმა უნდა გაიაზროს, რას აძლევს ხმას

შალვა პაპუაშვილი – წარმოუდგენელია, ვისაუბროთ ამომრჩევლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე, თუმცა ამომრჩეველმა პოლიტიკური პასუხისმგებლობით უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და მისცეს ხმა