ბენიამინ ნეთანიაჰუმ ემანუელ მაკრონს განუცხადა, რომ ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის წინააღმდეგია

ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა, რომლის დროსაც ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ის ლიბანში ცეცხლის ცალმხრივად შეწყვეტის წინააღმდეგია.
„პრემიერ-მინისტრმა საუბარში განაცხადა, რომ ცეცხლის ცალმხრივად შეწყვეტის წინააღმდეგია, რომელიც არ ცვლის ლიბანში უსაფრთხოების ვითარებას და რომელიც მხოლოდ დააბრუნებს მას იქ, სადაც იყო“, – აღნიშნულია ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისის განცხადებაში.
ამასთან, ისრაელის პრემიერის ოფისმა მანამდე გაავრცელა განცხადება, რომლითაც გამოეხმაურა საფრანგეთის პრეზიდენტის კომენტარს იმასთან დაკავშირებით, რომ ისრაელის სახელმწიფო გაერო-ს რეზოლუციით შეიქმნა.
„შეხსენება საფრანგეთის პრეზიდენტს: ისრაელის სახელმწიფო შეიქმნა არა გაერო-ს რეზოლუციით, არამედ დამოუკიდებლობისთვის ომში გმირი მებრძოლების სისხლით მიღწეული გამარჯვებით“, – აღნიშნულია ნეთანიაჰუს ოფისის განცხადებაში.
ცნობისთვის, ელისეს სასახლეში გამართული დახურული შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილის თქმით, რომელმაც მედიასთან ანონიმურობის დაცვის პირობით ისაუბრა, შეხვედრაზე მაკრონმა განაცხადა, რომ „ბატონმა ნეთანიაჰუმ არ უნდა დაივიწყოს, რომ მისი ქვეყანა გაერო-ს გადაწყვეტილებით შეიქმნა და ახლა გაერო-ს გადაწყვეტილებების უგულებელყოფის დრო არ არის“.
ბენიამინ ნეთანიაჰუმ კვირას გაერო-ს მოუწოდა, გაიყვანოს სამხრეთ ლიბანში განლაგებული სამშვიდობო ძალები, რომელიც 700 ფრანგ ჯარისკაცს მოიცავს და განაცხადა, რომ „ჰეზბოლა“ მათ ცოცხალ ფარად იყენებს.

ასევე დაგაინტერესებთ

“760 ლარზე ვმუშაობთ დღე და ღამე, ვაკვდებით ზამთარ-ზაფხულ მუშები. 20-ში უნდა დარიცხულიყო ხელფასები, 21-ა დღეს, კომუნალურებია გადასახდელი, თქვენ რომ გაქვთ სხვა შემოსავლები ყველა მასე კი არ არი”

“პოლიციელი ცდილობდა ყველანაირად გადაეფიქრებინა, რომ მე მისთვის მეჩივლა, ამ რუსი ადამიანისთვის და მიზეზი და შესაშინებელი ფაქტორი ჰქონდა ის, რომ მე მომიწევდა სასამართლოებზე სიარული…”