გიორგი გახარია: სამარცხვინოა, ივანიშვილი ლაპარაკობს როგორ ებრძვის კორუფციას, კალაძე უკრავს ტაშს

“მე მესმის, რომ შეიძლება ადამიანებმა არჩევნების მიზნებისთვის სცენიდან ბევრი რამე თქვან, ამას ვერავინ აუკრძალავს. შენ უნდა იარო ყველა მუნიციპალიტეტში და ჩვეულებრივად იმათხოვრო ხმები, რაც ახლა ხდება, მაგრამ ხომ არსებობს რაღაც, რაც იმ ადამინებს ახსოვთ. როგორ შეიძლება დღეს ლაპარაკობდეს კორუფციის და ნეპოტიზმის წინააღმდეგ ბრძოლაზე და გვერდით უკრავდეს ტაშს. სამარცხვინოა ეს ყველაფერი. […] მე კორუფციას ვებრძოდი ყოველთვის, ყოველდღიურად, მათ შორის, კალაძის შემთხვევაშიც და სხვების შემთხვევებშიც. დღეს კორუფცია ინსტრუმენტი გახდა ძალაუფლების შენარჩუნების”, -თქვა გიორგი გახარიამ „ტვ პირველის” ეთერში, ინგა გრიგოლიას გადაცემაში სტუმრობისას.

ინგა გრიგოლიამ გახარიას კითხა, ადანაშაულებს თუ არა კახა კალაძეს კორუფციაში, რაზეც მან უპასუხა: „თბილისელები ადანაშაულებენ, მე კი არა”.

ცნობისათვის, “არ დავუშვით, არავის ვაპატიეთ ქვეყანაში კორუფციის, ნეპოტიზმისა და პიროვნული სარგებელის მიღების იოტისოდენა ფაქტებს, რამაც, როგორც ხედავთ, ხელისუფლებაში ყოფნიდან 12 წლის თავზე კონკრეტული შედეგები გამოიღო და ამ შედეგებს ავტორიტეტული სარეიტინგო ორგანიზაციები ადასტურებენ”. – თქვა ბიძინა ივანიშვილმა ზუგდიდში, ქართული ოცნების წინასაარჩევნო რეგიონულ შეხვედრაზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას