პარტიის ინფორმაციით, ოზურგეთში „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს თავს დაესხნენ

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, ოზურგეთში თავს დაესხნენ.
კერძოდ პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ გურიანთაში, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატს, დავით მჟავანაძეს და პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს, თათია ნიკოლაშვილს „ქართული ოცნების ზონდერები თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ“.
ამავე ინფორმაციით, თავდასხმა მაშინ მოხდა, როდესაც „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ერთ-ერთ საჯარო დაწესებულებაში მივიდნენ, სადაც „ოცნების“ მომხრეები სიებს ადგენდნენ;
დავით მჟავანაძის განცხადებით, აღნიშნულ ფაქტს რეაგირება უნდა მოყვეს.
„ჩვენ ვიმყოფებით გურიანთის ცენტრში, ადმინისტრაციულ შენობაში, სადაც ხედავთ, რომ „ქართულ ოცნებას“ ეს შენობა გადაქცეული აქვს „ქართული ოცნების“ შტაბად. გვაქვს უამრავი მტკიცებულება – საინფორმაციო ბუკლეტები, რომლებიც აქ აქვთ დალაგებული და სპეციალურ სიებზე დადიოდნენ და სხვათა შორის, შემდეგ მოქალაქეებზე და ამომრჩევლებზე უნდა იძალადონ. მოვედით და არც მეტი, არც ნაკლები თავს დაგვესხნენ და ამ თავდასხმის მტკიცებულებებიც გაგვაჩნია და ვფიქრობთ, რომ ამას აუცილებლად უნდა მოჰყვეს რეაგირება და ამ ფაქტს არ დავტოვებთ რეაგირების გარეშე“, – განაცხადა დავით მჟავანაძემ
თათია ნიკოლაშვილის განცხადებით, არსებობს ვიდეომტკიცებულებებიც.
„კადრები გადაღებული გვაქვს, შემდეგ ეს ძალადობა კვლავ გრძელდებოდა, მაგრამ ეს ვეღარ გადავიღეთ, რადგან ჩანს ვიდეოშიც, რომ ტელეფონი წაგვართვეს. ბოლო დღეებს რომ ითვლიან, სწორედ იმ რეჟიმის ძალადობრივი ქმედებებია. გვაქვს სამართალდარღვევის ფაქტები და ყველა შესაბამის ორგანოს მოვუწოდებთ რეაგირებისაკენ“, – განაცხადა თათია ნიკოლაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე სამეგრელო-ზემო სვანეთის მოსახლეობას – თუ ვინმემ იცის ურთიერთგატანა, ბრძოლა ეროვნული საქმის და ღირებულებებისთვის, იდენტობის შენარჩუნებისთვის და თუ ვინმემ იცის მშვიდობის ფასიც – ეს ხალხი ხართ თქვენ