გვაქვს პრეტენზიები გუდაურზე და თრუსოს ხეობაზე – კოკოითი

ოკუპირებული ცხინვალის ყოფილმა მარიონეტმა პრეზიდენტმა, ედუარდ კოკოითიმ Эхо Кавказа-სთან ინტერვიუში კიდევ ერთხელ ისაუბრა გორში ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარის, ს გამოსვლის შესახებ. კოკოითის თქმით, მას გაუხარდა, რომ საქართველოში არსებობენ “პროგრესული ძალები, რომლებიც რუსეთთან დათმობებზე წასასვლელად მზად არიან”.
“ივანიშვილის განცხადებამ გამახარა, ვიფიქრე, არსებობენ ისეთი პროგრესული ძალები, რომლებიც რუსეთთან დათმობებზე წასასვლელად მზად არიან. მაგრამ ეგრევე, რამდენიმე დღეში, მისი პარტიის გენერალურმა მდივანმა სხვა განცხადება გააკეთა – რომ რუსეთმა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთში თავისი სამხედრო ბაზებიდან ჯარი უნდა გაიყვანოს.”- თქვა კოკოითმა.
მარიონეტული რეჟიმის ყოფილი პრეზიდენტი ისევ შეეხო ტერიტორიულ საკითხს. მისი თქმით, მოლაპარაკებების მაგიდასთან დასაჯდომად საქართველომ ჯერ საჭირო შეთანხმებებს უნდა მოაწეროს ხელი და ოკუპირებული ცხინვალის მარიონეტულ რეჟიმს მისი კუთვნილი ტერიტორიები “დაუბრუნოს”
“საქართველო დღეს ჩვენი მტერია, ის არც აფხაზეთთან და არც სამხრეთ ოსეთთან შეთანხმებას ხელს არ აწერს. ჩვენ მშვიდობისთვის მზად ვართ, თუმცა სანამ მოლაპარაკებების მაგიდასთან დავსხდებით, მოდით, ჯერ ხელი მოვაწეროთ ძალის არ გამოყენების შეთანხმებას. ჩვენ გვაქვს პრეტენზიები და ჩვენი მხრიდან თრუსოს და გუდოს ხეობის საკითხს მთელი სერიოზულობით დავაყენებთ იმიტომ, რომ ეს ჩვენი ტერიტორიებია. ეს უბრალოდ ის ტერიტორიებია, რომლებიც საქართველოს მხარეს გადაეცა.
საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი ამბობდა, რომ მზად არიან სამხრეთ ოსეთისთვის და სთვის 10 მილიარდი ევროს გამოსაყოფად და რომ სოხუმს მონაკოდ გადააქცევენ. თავისი საქართველო გახადონ მონაკო, ჩვენ რუსეთთან ერთად, როგორმე თვითონ მოვგვარდებით”. – დასძინა მან.
,,ტაბულა”