რუსეთმა Wall Street Journal-ის ჟურნალისტის გათავისუფლებაზე უარი თქვა

ამერიკელი ოფიციალური პირების განცხადებით, რუსეთმა Wall Street Journal-ის დაკავებული ჟურნალისტის, ევან გერშკოვიჩის გათავისუფლებაზე უარი თქვა.
5 დეკემბერს, -ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა თქვა, რომ მოსკოვმა უარყო “არსებითი” შეთავაზება მისი და მისი თანამემამულე ამერიკელის დაკავებული პოლ უელანის გათავისუფლებაზე.
“ჩვენ გავაკეთეთ არაერთი წინადადება, მათ შორის ბოლო კვირებში, მაგრამ რუსეთმა ეს წინადადება უარყო.” – განუცხადა მილერმა ჟურნალისტებს ბრიფინგზე.
გერშკოვიჩი 28 მარტს გაუჩინარდა, ამის შემდეგ ს უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა (FSB) განაცხადა, რომ ის “უკანონო საქმიანობისა” და “აშშ-ის მითითებით მოქმედების დროს” შეაჩერეს. ასევე ამტკიცებდნენ, რომ ჟურნალისტმა „შეაგროვა ინფორმაცია, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოებაა”. Wall Street Journal-მა FSB-ის ბრალდებები კატეგორიულად უარყო.
გასულ კვირას რუსეთის სასამართლომ ჟურნალისტს პატიმრობის ვადა მომავალი წლის 30 იანვრამდე გაუხანგრძლივა.
რუსი ოფიციალური პირები ადრე ამბობდნენ, რომ ისინი მზად იყვნენ გაცვლაზე, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც მის საქმეზე განაჩენს გამოიტანენ.