Reuters: რუსი ქალები ქმრების, შვილებისა და ძმების უკრაინის ფრონტიდან დაბრუნებას ითხოვენ

რუსი ქალების მოძრაობა, რომელსაც სათავეში მარია ანდრეევა უდგას, ქმრების, შვილებისა და ძმების უკან დაბრუნებას ითხოვენ უკრაინის ფრონტიდან. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს და წერს, რომ მარია ანდრეევას ქმარი წელიწადზე მეტია ში იბრძვის.
„ჩვენ გვსურს ჩვენი კაცების დემობილიზება, რათა მათ შეძლონ სახლში დაბრუნება, რადგან ვფიქრობთ, რომ ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მათ გააკეთეს ყველაფერი, რაც შეეძლოთ – ან უფრო მეტიც“, – განუცხადა 34 წლის ანდრეევამ როიტერს მოსკოვში მიცემულ ინტერვიუში.
რუსი ქალების მზარდი მოძრაობა იმ სირთულეს და თანდაყოლილ უთანასწორობის შესახებ ყვება, რომლის მიხედვითაც ამდენი კაცი ომში ამდენი ხნით არ უნდა იმყოფებოდეს, მაშინ როდესაც ბევრი საბრძოლო ასაკის ადამიანი სახლში რჩება.
პარალელურად, რუსი ჯარისკაცების დედები კამპანიას აწარმოებენ შეიარაღებულ ძალებში მსახურებისთვის უკეთესი პირობების შესაქმნელად.
ჯარისკაცების უკან დაბრუნების მოთხოვნას ს თავდაცვის სამინისტროსგან პასუხი არ მოჰყოლია.