ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკავშირის სამიტზე გამარჯვების გეგმას წარადგენს

უკრაინის პრეზიდენტი, 17-18 ოქტომბერს ევროკავშირის სამიტზე ისაუბრებს, სადაც ის გამარჯვების გეგმას წარადგენს, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.
„ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ანდრეი სიბიგასთან კომუნიკაციით დავიწყეთ, რომელმაც მოგვაწოდა ინფორმაცია ბრძოლის ველზე არსებული ვითარების შესახებ და კომენტარი გააკეთა გამარჯვების გეგმის ელემენტებზე, რომელსაც პრეზიდენტი ზელენსკი წარადგენს მომდევნო ევროპულ საბჭოზე წარადგენს“, – აღნიშნა ბორელმა.
მისი თქმით, შეხვედრაზე უკრაინის სამშვიდობო ფორმულის ხელშეწყობისა და შევსების თემასაც შეეხენ. ბორელმა ხაზი გაუსვა, რომ უნდა გაძლიერდეს პოლიტიკურად და სამხედრო თვალსაზრისით, რათა ვლადიმერ პუტინს მოლაპარაკებების დაწყება აიძულოს, მაგრამ, ამავე დროს, დიალოგის პერსპექტივას “ძალიან შორეული” უწოდა:
„მიგვაჩნია, რომ მშვიდობა არ უნდა აგვერიოს კაპიტულაციაში“, – აღნიშნა ბორელმა.

ასევე დაგაინტერესებთ