ისრაელის ენერგეტიკის მინისტრი გაეროს მშვიდობისმყოფელებს აკრიტიკებს

ისრაელის ენერგეტიკის მინისტრმა ელი კოენმა, ორშაბათს, სამხრეთ ლიბანში გაეროს მშვიდობისმყოფებელი “უსარგებლო” ძალად ყოფნაში დაადანაშაულა, რომელმაც, მისი თქმით, ვერ შეძლო ისრაელელების დაცვა “ჰეზბოლას” თავდასხმებისგან.
მინისტრმა მშვიდობისმყოფელებს მოუწოდა ტერიტორია დატოვონ, რადგან ბრძოლა დაპირისპირებულ მხარეებს შორის სულ უფრო მწვავდება.
ს სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს თავისი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და თუ გაერო ვერ დაეხმარება, არ უნდა ჩაერიოს მაინც და თავისი პერსონალი საბრძოლო ზონებიდან გადაიყვანოს“, – დაწერა მან სოციალურ ქსელ X-ზე.
ისრაელი და გაერო, ერთმანეთს სწორედ სამხრეთ ლიბანში მყოფი მშვიდობისმყოფლების გამო განსაკუთრებით დაუპირისპირდნენ ბოლო პერიოდში, სადაც ისრაელი ცდილობს, ირანის მხარდაჭერილი “ჰეზბოლა” გაანადგუროს.
გაეროს განცხადებით, კვირას, ისრაელის ტანკები გაეროს მშვიდობისმყოფელების ბაზაზე შეიჭრა. ეს ერთ-ერთია იმ ბრალდებებს შორის, რომელსაც ისრაელს მშვიდობისმყოფელებთან დაკავშირებით უყენებენ. ისრაელის ეს ნაბიჯი გააკრიტიკა “ჰეზბოლამ” და ისრაელის მოკავშირეებმა.
ისრაელის პრემიერმა, მ მშვიდობისმყოფელებს მოუწოდა ტერიტორია დატოვონ. მისივე თქმით, გაეროს მშვიდობისმყოფელები “ჰეზბოლასთვის” ადამიანური ფარის ფუნქციას ასრულებენ.
გაეროს მშვიდობისმყოფელებმა განაცხადეს, რომ კვირას, ისრაელის მერკავას ტიპის ორმა ტანკმა გაანადგურა ბაზის მთავარი კარიბჭე და შევიდა მის ტერიტორიაზე შევიდა. მას შემდეგ, რაც ტანკებმა ადგილი დატოვეს, ბაზიდან 100 მეტრის მოშორებით ჭურვები აფეთქდა, რამაც ბაზაზე კვამლი გამოიწვია და გაეროს პერსონალი დაავადდა, – ნათქვამია განცხადებაში.
ამავდროულად, ახლო აღმოსავლეთში ვიტარება მკვეთრად დაძაბულია. არსებობს მოლოდინი, რომ ისრაელი კიდევ უფრო გააძლიერებს სამხედრო მოქმედებებს, 1 ოქტომბერს, ირანის მიერ ქვეყნის წინააღმდეგ განხორციელებული საჰაერო თავდასხმის გამო.
პენტაგონში კვირას განაცხადეს, რომ ქვეყანა ისრაელში ამერიკელ სამხედროებს, ამერიკის მოწინავე ანტისარაკეტო სისტემასთან ერთად გაგზავნის.

ასევე დაგაინტერესებთ

ალეკო ელისაშვილი მოქალაქეებს – რამდენს გვაქვს უფასო ფული? რომელ სოფელს დაახარჯეს 5 მილიონი? ვინ მუშაობთ აშენებული ქარხნებიდან რომელიმეში? ვინ ყიდულობთ ბენზინს განახევრებული ფასით? – ესენი უნდა დავტოვოთ გაღიმებულები!