მხარს ვუჭერთ საქართველოს მოქალაქეებს, არ ვგულისხმობ ამჟამინდელ მთავრობას — გერმანიას მინისტრი

დღეს, 14 ოქტომბერს ლუქსემბურგში, ევროკავშირის მინისტრების შეხვედრაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ. როგორც სხდომის დღის წესრიგშია აღნიშნული, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, საქართველოსა და მოლდოვის არჩევნების შესახებ იქნებიან ინფორმირებულნი.
გერმანიის ევროპულმა საქმეთა მინისტრმა ანა ლურმანმა შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა ქვეყანას ევროინტეგრაციის გზაზე ბარიერებს უქმნის.
„ჩვენ დღეს აუცილებლად განვიხილავთ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. ცხადია, ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. ეს არ ეხება საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას, რომელიც ამ გზაზე ქვეყანას აფერხებს, ეს ეხება ქართველ ხალხს, რომელსაც აქვს უფლება თავისუფლად აირჩიოს თავისი გზა. ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია საქართველოს თავისუფალ გარემოში ჩატარდეს“, — განაცხადა ანა ლურმანმა.
შეგახსენებთ, რომ შეხვედრა, რომელზეც ევროკავშირის მინისტრები სხვადასხვა ქვეყნების, მათ შორის, ირანის, ისრაელის, მოლდოვასა და საქართველოს შესახებ ისაუბრებენ, დღეს 14 ოქტომბერს დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს.

ასევე დაგაინტერესებთ

ნუგზარ სულაშვილი: თუმცა „პოლიტიკური აუტიზმი“ არის მკაცრი, მაგრამ ლეგიტიმური აკადემიური და პოლიტიკური ტერმინი. ის მიუთითებს სისტემის დისფუნქციაზე და არა რომელიმე ჯგუფის ღირსების შელახვაზე

ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩიუსი ორბანის მარცხზე: ეს არის გზავნილი თბილისისთვის, ბრატისლავასთვის და ძალაუფლების და მანიპულაციის მოყვარული პოლიტიკოსებისთვის, ვისაც ჰგონია რომ, ისინი დაუმარცხებელი არიან… დრო მოვა…