აკაკი ალადაშვილი – მოსახლეობის სრულ მხარდაჭერას ვგრძნობ „ქართული ოცნების“ მიმართ, მჯერა 26 ოქტომბერს მათთან ერთად ღირსეული გამარჯვება გველოდება

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ საბურთალოს რაიონის დელეგატი აკაკი ალადაშვილი, სოფელ დიღომში, სარაჯიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა.
„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, შეხვედრაზე მოქალაქეები გაეცნენ „ქართული ოცნების” ძირითად ღირებულებებს და სამომავლო გეგმებს. ასევე, ისაუბრეს 26 ოქტომბრის საპარლამენტო ს მნიშვნელობაზე. დელეგატმა მოისმინა აღნიშნულ ტერიტორიებზე არსებული პრობლემები და ისაუბრა მათი გადაჭრის გზებზე.
„ყოველდღიური შეხვედრებისას, მოსახლეობის სრულ მხარდაჭერას ვგრძნობ „ქართული ოცნების” მიმართ, სწორედ ამიტომ მჯერა 26 ოქტომბერს მათთან ერთად ღირსეული გამარჯვება გველოდება“, – განაცხადა აკაკი ალადაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ონისე ცხადაძე მოწმე პოლიციელს – თქვენ თქვით, პრეტენზია მაქვს ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაზეო, მაგრამ ჩვენ ერთმანეთს არ ვიცნობდით – არც სამხედრო გამოცდილება მაქვს, იარაღი ხელში არ მჭერია, მაგრამ ღმერთმა ნუ ქნას, რამე მოხდეს, თქვენზე უკეთ ვიბრძოლებ ცარიელი ხელებით