ნიკოლოზ სამხარაძე – ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ 15 დეკემბერს ევროპული საბჭო დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს

ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ 15 დეკემბერს ევროპული საბჭო დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს. რა თქმა უნდა, ჩვენ სურვილი გვაქვს, რომ როგორც საქართველომ, ასევე მ და მოლდოვამ დადებითი პასუხი მიიღონ, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია, რომ თუ კონკრეტული საკითხებია უკრაინასთან მიმართებაში, საქართველო არ გახდეს უკრაინის საკითხის მძევალი, – ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოსთან დაკავშირებით კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში, საქართველოს საკითხი რომელიმე სხვა საკითხს არ მიებას.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სამივე ქვეყანამ მიიღოს დადებითი პასუხი, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ახლა საქართველოზე მიმდინარეობს კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილების მიღება, საქართველოს საკითხი რომელიმე სხვა საკითხს არ მიებას“,-განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ვასილ მათითაიშვილი: შეგახსენებთ, რომ ლალი მოროშკინამ თაკო ფხაკაძეს იმიტომ ჩაარტყა ჩანგალი კისერში, რომ მისმა გაზეთმა, პრაიმტაიმმა წლის უგემოვნო ქალბატონად დაასახელა. მოროშკინამ ციხეში 2 კვირა გაატარა

„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ – ნინო დათაშვილი უჩივის მწვავე ტკივილებს – ამის თანმხლებლად, 2019 წლის დოკუმენტში მითითებულია, რომ აქვს ფსიქო-ემოციური ლაბილობა, ეს არის სიმპტომი, რომელიც კავშირში არ არის შერაცხადობასთან