ნეთანიაჰუმ გაეროს მოუწოდა გაიყვანოს მშვიდობის დამცველები ლიბანის საზღვრიდან

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მ გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიო გუტერეშს სამხრეთ ლიბანიდან გაეროს სამშვიდობო ძალების გაყვანისკენ მოუწოდა. ს სამხედროები რადიკალური შიიტური მოძრაობა “ჰეზბოლას” წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაციას სწორედ სამხრეთ ლიბანში ატარებენ. კვირას ნეთანიაჰუს განცხადება მოჰყვა ინციდენტების სერიას, რომელშიც UNIFIL-ის (გაეროს დროებითი ძალები ლიბანში) რამდენიმე ჯარისკაცი დაშავდა.
ნეთანიაჰუმ გაეროს გენერალურ მდივანს მოუწოდა, დაავალოს UNIFIL-ის ძალების გაყვანა “რისკის ზონიდან”. მისივე თქმით, გაეროს მშვიდობისმყოფელები, რომლებიც საზღვართან ახლოს თავიანთ პოსტებზე იმყოფებიან, “ჰეზბოლას” მძევლებად გადაიქცევიან.
ჰეზბოლა -ის მიერ ტერორისტულადაა მიჩნეული. ევროკავშირში ჰეზბოლას მხოლოდ სამხედრო ფრთაა ტერორისტულად აღიარებული. ჰეზბოლას პოლიტიკური ნაწილის წარმომადგენლები ლიბანის პარლამენტის წევრები არიან.
ოქტომბრის დასაწყისში გაეროს სამშვიდობო ძალების ცნობით, ისრაელის ტანკმა ცეცხლი გაუხსნა მის შტაბ-ბინას ქალაქ ნაკურაში, სამხრეთ ლიბანში, ჭურვი მოარტყა სამეთვალყურეო კოშკს და დაჭრა სამშვიდობო ძალების ორი წარმომადგენელი, რომლებიც საავადმყოფოში მოათავსეს.
თეთრი სახლმა „ღრმა შეშფოთება“ გამოხატა ისრაელის არმიის მიერ ლიბანში გაეროს სამშვიდობო მისიის შტაბ-ბინისთვის ცეცხლის დაშენის გამო და ისრაელისგან ინციდენტის შესახებ დეტალები მოითხოვა.
· გაეროს მისიის UNIFIL-ის (გაეროს დროებითი ძალები ლიბანში) შემადგენლობაში 10 ათასზე ოდნავ მეტი სამხედროა. ისინი ლიბანის სამხრეთში არიან განთავსებული და მოუწოდებენ მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მას მერე, რაც ისრაელის არმიამ საომარი ოპერაცია დაიწყო ლიბანში ჰეზბოლას წინააღმდეგ.
· გაეროს მისია ლიბანში, UNIFIL-ი შეიქმნა 1978 წელს, რათა თვალყური ედევნებინა ლიბანიდან ისრაელის ჯარის გასვლისთვის, მათი ამ ქვეყანაში შეჭრის შემდეგ, რაც მოჰყვა პალესტინელთა თავდასხმას.
· მისია გაფართოვდა გაეროს უშიშროების საბჭოს 1701 რეზოლუციის ძალით, რომელიც მიიღეს 2006 წელს და რომლის თანახმად, სამშვიდობო ძალებს ორ მხარეს შორის ცეცხლის შეწყვეტის მეთვალყურეობა დაეკისრა.

ასევე დაგაინტერესებთ