ანტონიო გუტერეშს – „ჰეზბოლა“ გაერო-ს სამშვიდობო ძალებს ცოცხალ ფარად იყენებს, გაიყვანეთ ისინი საფრთხის ზონიდან ახლავე, დაუყოვნებლივ

ისრაელის პრემიერ-მინისტრი, გაერო-ს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტერეშს მიმართავს და მოუწოდებს, ლიბანში გაერო-ს დროებითი ძალების ( UNIFIL) ჯარისკაცები საბრძოლო მოქმედებების ადგილებიდან გაიყვანოს.
„ბატონო გენერალურო მდივანო, გაარიდეთ UNIFIL-ის ძალები საფრთხის ზონას. ეს უნდა გაკეთდეს ახლავე და დაუყოვნებლივ. უარი UNIFIL-ის ჯარისკაცების ევაკუაციაზე მათ „ჰეზბოლას“ მძევლებად აქცევს. ეს საფრთხეს უქმნის როგორც მათი, ასევე ჩვენი ჯარისკაცების სიცოცხლეს. ვწუხვართ, UNIFIL-ის ჯარისკაცების დაშავების გამო და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ისინი არ დაშავდნენ, მაგრამ ამის უზრუნველსაყოფად მარტივი და აშკარა გზა არის უბრალოდ მათი საფრთხის ზონიდან გაყვანა“, – აცხადებს ნეთანიაჰუ ანტონიო გუტერეშისათვის გაგზავნილ მიმართვაში.
მისი თქმით, ევროპელმა ლიდერებმა უნდა გააკრიტიკონ არა , არამედ „ჰეზბოლა“, რომელიც გაერო-ს დროებით ძალებს ცოცხალ ფარად იყენებს.
შეგახსენებთ, გაერო-ს ინფორმაციით, ისრაელის საჰაერო თავდასხმებს გაერო-ს სამშვიდობო მისიის 5 წევრი დაშავდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას