ნაძალადევის რაიონში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი კონცერტი გაიმართა

რეგიონების შემდეგ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი საკონცერტო საღამო თბილისში, ნაძალადევის რაიონში ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.
რაიონის მოსახლეობასთან ერთად ღონისძიებას ესწრებოდნენ მმართველი პარტიის ნაძალადევის რაიონის დელეგატი ირაკლი ხელაძე და შტაბის ხელმძღვანელი დავით ჭელიძე.
„მადლობა მინდა გადავუხადო ნაძალადევის რაიონში მცხოვრებ თითოეულ ჩვენს მხარდამჭერს. დარწმუნებული ვარ, 26 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ გუნდი დამაჯერებლად გაიმარჯვებს და განვაგრძობთ ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას”, – აღნიშნა ირაკლი ხელაძემ.
ვეტერანთა კულტურისა და დასვენების (კიკვიძის) პარკში გამართულ კონცერტში მონაწილეობა მიიღეს – ჯგუფმა „ქუჩის ბიჭები”, მარიკო ებრალიძემ, სალომე ბაკურაძემ, გია ნიკოლაძემ და ნინუცა ბედიაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო