,,დიმიტრი ხუნდაძის დაჯგუფების წევრი მანქანის დაჯახებას შეეცადა ჩვენი გუნდის წევრისთვის” – ნათია მეზვრიშვილი

გახარიას პარტიის წევრი, ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს:
,,რამდენიმე წუთის წინ კორუმპირებული ფეოდალის – დიმიტრი ხუდაძის დაჯგუფების წევრი, ვინმე გიორგი მურჯიკნელი, შურისძიების მიზნით, ავტომანქანის დაჯახებას შეეცადა ჩვენი გუნდის ერთგული და აქტიური წევრის – ლია ყოჩიშვილისთვის, რომელიც ხუნდაძეს და მის დაჯგუფებას ხშირად ამხელს კორუფციაში. შურისძიების მიზეზი გუშინ ქსანში ამ ადამიანის და ჩვენი დეპუტატის შალვა კერესელიძის პოლიტიკური აქტივობა გახდა.
აი ასეთ წინასაარჩევნო გარემოს ეძახის -პაპუაშვილის დაჯგუფება მშვიდს. ანუ, ადამიანი მხოლოდ იმიტომ გაიმეტეს მოსაკლავად, რომ ხუნდაძის საფეოდალოში კამპანიის ჩატარება გაბედა. ჩვეულებრივი კრიმინალური წესებით მართავენ ქვეყანას.
ქართული ოცნება / Georgian Dream თქვენთვისვე აჯობებს, რომ გამოძიება სწორი კვალიფიკაციით წარმართოთ და არც ერთი დამნაშავე არ დატოვოთ დაუსჯელი. თორემ ს შემდეგ დამოუკიდებელი მართლმსაჯულება გაცილებით მკაცრად მოგხედავთ.
ტყუილად გგონიათ, რომ კამპანიას გაგვიჩერებთ. ერთს შეუშლით ხელს? ასი მოვალთ.”

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – როდესაც მაღალი სასულიერო იერარქია აცხადებს, რომ მის მიმართ შესაძლო ლიკვიდაცია იგეგმებოდა, ეს დაუყოვნებლივ უნდა იყოს გამოძიებული – ბევრი მაგალითი გვახსოვს, როგორ ცდილობდა „ქართული ოცნება” ეკლესიის საქმეებში ხელის ფათურს

გიორგი ბუტიკაშვილი – ორი სცენარია: ნიკა გვარამიას ზურაბ ჯაფარიძის მსგავსად სასამართლოზე დააკავებენ, ან როგორც მელია გაიტაცეს, ისე გაიტაცებენ და შექმნიან კიდევ დამატებით ყალბ ამბავს – ველოდებით დაკავებას