ნაცვლიშვილი: ეუთოს წინასაარჩევნო ანგარიში ასახავს “ოცნების” შექმნილ უსამართლო და უთანასწორო საარჩევნო გარემოს

“ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, ს განცხადებით, ეუთოს სადამკვირვებლო მისიის შუალედური ანგარიში ასახავს იმ სისტემურად და ფუნდამენტურად უსამართლო და უთანასწორო საარჩევნო გარემოს, რომელიც ქართულ ოცნებას აქვს შექმნილი.
ანა ნაცვლიშვილის აზრით, საქართველოში არსებული წინასაარჩევნო გარემო შორს არის დემოკრატიული სტანდარტისგან:
” ანგარიში ასახავს იმ სისტემურად და ფუნდამენტურად უსამართლო და უთანასწორო საარჩევნო გარემოს, რომელიც ქართულ ოცნებას აქვს შექმნილი: ეს არის სწორედ მიტაცებული სახელმწიფო, როდესაც სახელმწიფო ინსტიტუციები დაკომპლექტებულია იმ ნიშნით, სახელისუფლებო პარტია ვის ენდობა და არა იმის მიხედვით – ვის ენდობა ხალხი; ეს სახელმწიფო ინსტიტუციები გამოიყენება მმართველი პარტიის მხრიდან ოპონენტი პარტიების რეპრესიისთვის და ხელის შეშლისთვის. ასევე, მედიაგარემო არ არის თავისუფალი და თანასწორი. ”
მისივე თქმით, ანგარიშში აღწერილი რეალობა კიდევ ერთი მაჩვენებელია და დასტურია იმისა თუ რატომ არის 26 ოქტომბრის არჩევნებში თითოეული მოქალაქის ხმა უაღრესად მნიშვნელოვანი:
“იმიტომ რომ, სწორედ, მოქალაქეების დიდ აქტიურობას, მობილიზებას და პრინციპულობას შეუძლია წინ აღუდგეს ხელისუფლების მხრიდან ნებისმიერი ჩარევის, მანიპულაციის და ს მიტაცების მცდელობას. არ არსებობს უფრო საიმედო გარანტი არჩევნების დაცვის, ვიდრე ის, რომ ყველა მოქალაქემ აქტიური მონაწილეობა მიიღოს საარჩევნო პროცესში. მოქალაქეების დიდ აქტიურობას და სიმტკიცეს, არჩევნების მიტაცების ვერანაირი მცდელობა ვერ მოერევა,” – აღნიშნავს ანა ნაცვლიშვილი.
ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის სადამკვირვებლო მისიამ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე შუალედურ ანგარიში 11 ოქტომბერს გამოაქვეყნა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნატალია კანემი – UNFPA-ს მიზანია, აღკვეთოს გენდერული ნიშნით ძალადობა მსოფლიო მასშტაბით, დაიცვას ქალები და გოგოები და დაეხმაროს ძალადობის მსხვერპლებს ტრავმის გადალახვასა და ძალების აღდგენაში