პრემია “ლიტერას” გამარჯვებულთა ვინაობა ცნობილია – ჩამონათვალი

პრემია “ლიტერას” გამარჯვებულთა ვინაობა ცნობილია – სხვადასხვა ნომინაციაში “ლიტერას“ გამარჯვებულები გახდნენ:
ნატალი დარასელია – სააღდგომო მოკვდინება (გამომცემლობა კალმოსანი) – წლის საუკეთესო დებიუტი;
ცოტნე ავსაჯანაშვილი – ერთი ტანკიც სავკასთვის (გამომცემლობა ინტელექტი) – წლის საუკეთესო პროზაული კრებული;
ნანა აკობიძე – ვალაუვალი (გამომცემლობა ინტელექტი) – წლის საუკეთესო პოეტური კრებული;
დალილა ცატავა – გასტრონომიული სიზმრები (გამომცემლობა ინტელექტი) – წლის საუკეთესო დოკუმენტური პროზა;
დავით ქაშიაშვილი – რაღა დროს ტექნოა (ინტელექტი) – წლის საუკეთესო რომანი;
“პენცენტრის“ სპეციალური პრიზი გადაეცა ს წიგნებისთვის: საქართველო სტალინის წინააღმდეგ (სოვლაბი); საქართველოს სახელით (სულაკაურის გამომცემლობა).
დაჯილდოების ცერემონიალი 11 ოქტომბერს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაიმართა. მიწვეულ სტუმრებს სალომე ზურაბიშვილმაც მიმართა:
“მნიშვნელოვანია არჩევანი, რომელიც უნდა გავაკეთოთ, რათა ქვეყანა არ დაბრუნდეს იქ, სადაც იქნება ცენზურა, შეზღუდული იქნება ჩვენი არჩევანი, გამოხატვის თავისუფლება…” | პრეზიდენტის მიმართვა “ლიტერას” დაჯილდოებაზე
შეგახსენებთ, რომ ლიტერატურული პრემია “ლიტერა” საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და საქართველოს მწერალთა სახლის მიერ 2015 წელს დაარსდა და 2021 წლამდე ყოველწლიურად ტარდებოდა.
2021 წელს, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის ახალი განკარგულებით, შეიცვალა ჟიურის შერჩევის პროცესი რამაც გამოიწვია ლიტერატურული საზოგადოების პროტესტი და პრემია ჩაიშალა – კონკურსში მონაწილე 110 წიგნიდან 93 გაიწვიეს ავტორებისა და გამომცემლების თხოვნის საფუძველზე.
თუმცა შემდგომში 2021 წლის ბოლო ,,პენ ცენტრის” ინიციატივით და “ფონდ ღია საზოგადოების” ფინანსური მხარდაჭერით მაინც ჩატარდა კონკურსი ახალი სახელწოდებით “თავისუფალი ლიტერა”.