უკრაინის წინააღმდეგ, ხელოვნური ინტელექტით მართვადი დრონების წარმოებას აძლიერებს

მოსკოვში ამბობენ, რომ ხელოვნური ინტელექტით მართვადი დრონებით, უკრაინულ სამიზნეებზე წარმატებული იერიშები მიაქვთ. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ახალი ტიპის დრონებით ორი რაზმია აღჭურვილი, რომელთაგან ერთი აღმოსავლეთ უკრაინაში იბრძვის, მეორე კი რუსეთის კურსკის რეგიონში, საიდანაც უკრაინული ძალების განდევნას უკვე ორ თვეზე მეტია უშედეგოდ ცდილობს.
„ბიჭები იბრძვიან, ძალიან წარმატებით იბრძვიან“,- ამბობს რუსეთის თავდაცვის მინისტრი, ანდრეი ბელოუსოვი, რომელიც ტელეკამერების თანხლებით შეხვდა რუს სამეხდროებს და გაეცნო ახალი დრონების მუშაობის სპეციფიკას.
ბელოუსოვს რუსეთში, დრონების ტექნოლოგიების ცენტრში უთხრეს, რომ ახალი დრონები რომელიც ხელოვნური ინტელექტით არის აღჭურვილი, ავტომატურად ამოიცნობს სამიზნეს და თავს ესხმის მას. ცენტრში სტუმრობის დროს მინისტრს ამის მაგალითიც აჩვენეს. ვიდეოში ნაჩვენები იყო, თუ როგორ ესხმის ახალი ტიპის დრონი თავს მდინარეში მოცურავე პატარა ზომის ნავს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ამ ინფორმაციამდე ერთი თვით ადრე, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა უკვე დააანონსა, რომ კრემლი გეგმავს დრონების წარმოება 10-ჯერ გაზარდოს, რაც დაახლოებით 1.4 მილიონ ერთეულს შეადგენს.
სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით, ამერიკული და ევროპული მედია წერს, რომ რუსეთი დრონების წარმოებისთვის ჩინურ ტექნოლოგიებს, მათ მიერ წარმოებულ ჩიპებს ეყრდნობა. ამერიკამ რუსეთ-ჩინეთის ამ კავშირების გამო ჩინური კომპანიების წინააღმდეგ მიზანიმართული სანქციები უკვე აამოქმედა და მოგვიანებით მათი სია არაერთხელ გააფართოვა.

ასევე დაგაინტერესებთ

ელენე ხოშტარია – რაც ანკარაში ითქვა, არის არა უბრალოდ განცხადებები, არამედ კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომლებიც უჩვეულოდ მოკლე ვადებშია დაგეგმილი – რუსეთს უნდოდა დაშლილი ევროპა და მიიღო ბევრად უფრო შეკრული

ზურაბ ჯაფარიძე – ე.წ. საბოტაჟის საქმეზე, სასამართლოში პოლიციელმა მე და ვაშაძეს დაგვადო ხელი, ვითომ „ჟეშტიკულაციით“ და სიტყვიერად, მოვუწოდებდით ხალხს: „მივაწვეთ“, სხვა არაფერი ახსოვს – რაც შეხება აუდიო-ჩანაწერს, არანაირი ფარული მიყურადება არაა

ლევან ლორთქიფანიძე – ყველა ხელისუფლება ახერხებდა, რომ გეოგრაფიის წყალობით საქართველო რეგიონში გადამწყვეტი ქვეყანა ყოფილიყო, „ოცნებამ“ კი მოახერხა ის, რომ აღარ ვართ მნიშვნელოვანი ქვეყანა – საქართველო თამაშგარე მდგომარეობაშია!

მონიტორინგის ფარგლებში იდენტიფიცირდა ძირითადად ქართული სახელის მქონე 1500-ზე მეტი ყალბი ანგარიში, ტროლი და ბოტი, რომლებიც გამოყენებული იქნა „იმედის“ მიერ გამოქვეყნებულ პოსტზე მოწონების რეაქციების გასაზრდელად