ანა კობახიძე – მნიშვნელოვანია, რომ 2236 ადამიანს ისრაელში ხმის მიცემის შესაძლებლობა არ დაეკარგა – ჩვენს ემიგრანტებს მოვუწოდებ, რაც შეიძლება მეტი ადამიანი გამოცხადდეს საარჩევნო უბნებზე

კარგია, ასეთი გადაწყვეტილება რომ იქნა მიღებული. 15 დღით ადრე ეს უბანი არ უნდა გაუქმებულიყო და იმედს ვიტოვებ, რომ მომავალშიც ეს საკითხი არ დაბრუნდება დღის წესრიგში, – ასე გამოეხმაურა -ს წევრი ოპოზიციიდან ანა , ისრაელში საარჩევნო უბნებთან დაკავშირებით ცესკო-ს გადაწყვეტილებას.
მისივე თქმით, ისრაელში საარჩევნო უბანი უსაფრთხოების ნორმებითაა უზრუნველყოფილი, რასაც მანამდე ჩატარებული მორიგი და რიგგარეშე ც მოწმობს.
“მნიშვნელოვანია ის, რომ 2236 ადამიანს არ დაეკარგა ხმის მიცემის შესაძლებლობა ისრაელში. ისინი თავად ამბობდნენ, რომ უსაფრთხო იყო უბნებზე მისვლა, რადგან ბევრი მაგალითი მოჰყავდათ ამისთვის, მაგალითად ის, რომ ისრაელში ტარდება შუალედური და რიგგარეშე არჩევნები, ასევე ჩატარდა ევროპარლამენტის არჩევნებიც და შენობა უზრუნველყოფილია ისეთი თავშესაფრებით, რომელთაც განგაშის დროს იყენებს კომისია, ასევე მიღებულია დროებითი წესით, თუ ასეთი შემთხვევა მოხდა. აქედან გამომდინარე, კარგია, ასეთი გადაწყვეტილება რომ იქნა მიღებული. 15 დღით ადრე ეს უბანი არ უნდა გაუქმებულიყო და იმედს ვიტოვებ, რომ მომავალშიც ეს საკითხი არ დაბრუნდება დღის წესრიგში.
ემიგრანტების აქტივობამ შედეგი გამოიღო იმ კუთხით, რომ კიდევ შვიდი უბანი ემატება უკვე გახსნილ უბნების სიას, კარგია ეს შედეგი და ახლა უკვე ჩვენს ემიგრანტებს უნდა მოვუწოდოთ, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი გამოცხადდეს საარჩევნო უბნებზე,” – განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, ცენტრალური საარჩევნო კომისია ისრაელში საარჩევნო უბნის გაუქმების საკითხს ამ ეტაპზე არ განიხილავს.
შესაბამისი განცხადება ცესკო-ს სხდომაზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა გააკეთა. მან კოლეგებს ცესკოსადმი საგარეო საქმეთა სამინისტროს ის მიმართვა გააცნო, სადაც უწყება ინსტიტუციას, საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ისრაელში საარჩევნო უბნის დახურვას სთხოვს.