ირანის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე – საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი პოზიციები მსგავსია

თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში რუსეთისა და ირანის პრეზიდენტების, ვლადიმერ პუტინსა და მასუდ პეზეშკიანს შორის შეხვედრა გაიმართა, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, შეხვედრა ჯერ დელეგაციების მონაწილეობით გაიმართა, შემდეგ კი პირისპირ გაგრძელდა.
შეხვედრის დროს პეზეშკიანმა განაცხადა, რომ მოსკოვსა და თეირანს შორის ურთიერთობა „მეგობრული და გულწრფელია“.
„საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი პოზიციები მსგავსია“, – დასძინა ირანის პრეზიდენტმა.
თავის მხრივ, პუტინმა დაადასტურა, რომ ირანელ კოლეგას ყაზანში, BRICS-ის სამიტზე ელოდება და მასთან ორმხრივ შეხვედრას გამართავს.
აღსანიშნავია, რომ ეს იყო პირველი მოლაპარაკებები რუსეთისა და ირანის პრეზიდენტებს შორის მას შემდეგ, რაც მასუდ პეზეშკიანი ქვეყნის პრეზიდენტად აირჩიეს.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სარჯველაძე – უცხოეთში შეგიმჩნევიათ კონკურენტი სააფთიაქო დაწესებულება რიგში ჩაწყობილი, გვერდიგვერდ? რასაკვირველია, ეს უცნაურობაა – რეგულირებას რაც შეეხება, ეს შეიძლება, თუმცა დაფიქრება გვმართებს

“იცით, რა არის ეს? ეს არის სისტემა, რომელიც ინვესტორს აძლევს უფლებას, პირდაპირ უჩივლოს სახელმწიფოს საერთაშორისო არბიტრაჟში (მაგალითად, ვაშინგტონში, მსოფლიო ბანკის ეგიდით მოქმედ ICSID-ში). შედეგად, საქართველო მიიღებს მრავალმილიარდიან სარჩელს…”