ლიბანის ჯანდაცვის სამინისტრო – ბეირუთზე ისრაელის თავდასხმის შედეგად დაიღუპა 22 და დაშავდა 117 ადამიანი

ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის ცენტრში ს მიერ განხორციელებული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 22-მდე გაიზარდა, დაჭრილია 117 ადამიანი, – ინფორმაციას ლიბანის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უსაფრთხოების წყაროს ცნობით, დაღუპულთა შორისაა რვასულიანი ოჯახი.
აღნიშნულ იერიშთან დაკავშირებით ისრაელის კომენტარი არ გაუკეთებია. ისრაელის თავდაცვის ძალებმა გუშინ ბეირუთის სამხრეთ ნაწილის გარეუბნებისთვის, მათ შორის კონკრეტული შენობებისთვის, ევაკუაციასთან დაკავშირებული გაფრთხილება გამოსცეს. მანამდე ისრაელმა გააფრთხილა ლიბანელი მშვიდობიანი მოსახლეობა, რომ უსაფრთხოების მიზნით, სამხრეთში მდებარე სახლებში დაბრუნებისგან თავი უნდა შეიკავონ.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურა – გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მსჯავრდებულ დარჩო ხეჩუაშვილს პოლიტიკოსის თვალთვალსა და მისი გადაადგილების შესახებ ინფორმაციის მიწოდებაში, ოდესაში კარგ თანამდებობაზე დანიშვნას დაპირდნენ