ისრაელმა ღაზას სექტორის ცენტრალურ ნაწილში, ქალაქ დეირ ალ-ბალახში, სკოლის ყოფილ შენობაზე, რომელსაც იძულებით გადაადგილებული პირები აფარებენ თავს, საჰაერო იერიში მიიტანა, რის შედეგადაც დაიღუპა 27 და დაშავდა 50-ზე მეტი ადამიანი, – ამის შესახებ პალესტინის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოება იუწყება.
ისრაელის თავდაცვის ძალებში ამტკიცებენ, რომ საჰაერო თავდასხმის სამიზნე ბოევიკები იყვნენ, რომლებიც აღნიშნულ შენობაში მოქმედებდნენ.
„დარტყმის დაწყებამდე ბევრი ნაბიჯი გადაიდგა მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ზიანის მიყენების რისკის შესამცირებლად, მათ შორის ზუსტი საბრძოლო მასალის გამოყენება, საჰაერო მეთვალყურეობა და დამატებითი დაზვერვა“, – აცხადებენ ისრაელის თავდაცვის ძალებში.