ვულკან “მარაპის” ამოფრქვევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 23-მდე გაიზარდა

ინდონეზიაში, ვულკან “მარაპის” ამოფრქვევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 23-მდე გაიზარდა. მას შემდეგ, რაც მაშველებმა დაკარგული მთამსვლელის სამძებრო სამუშაოები განაახლეს.
ოფიციალური პირების განცხადებით, 12 დაშავებული მთამსვლელი ამ დროისთვის საავადმყოფოში მკურნალობს. სამაშველო სამუშაოებს კი ხელს ხშირი ვულკანური ამოფრქვევები უშლის.
“მარაპი ჯერ კიდევ ძალიან აქტიურია. ჩვენ ვერ ვხედავთ ამოფრქვევის სიმაღლეს, რადგან ის ღრუბლებით არის დაფარული”, – თქვა აჰმად რიფანდიმ, მარაპის მონიტორინგის განყოფილების ხელმძღვანელმა.
მთა მარაპი, რაც ნიშნავს “ცეცხლის მთას”, ინდონეზიის 127 ვულკანიდან ერთ-ერთი ყველაზე აქტიურია და ასევე პოპულარულია მოლაშქრეებისთვის. იანვრიდან თებერვლის ჩათვლით ფერფლის ამოფრქვევის გამო ზოგიერთი ბილიკი მხოლოდ გასული წლის ივნისში გაიხსნა. “მარაპი” ყველაზე მომაკვდინებლად 1979 წელს ამოიფრქვა, რასაც 60 ადამიანი ემსხვერპლა.
იხილეთ, ასევე:
· ინდონეზიაში ვულკანის ამოფრქვევას 11 მთამსვლელი ემსხვერპლა