ლიეტვუაში განიხილავენ კანონს, რომლის მიხედვითაც ქვეყნის ჯარისკაცებს “არამეგობრულ ქვეყნებში” მოგზაურობა აეკრძალებათ. აღსანიშნავია, რომ ამ სიაში შედის საქართველოს დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიც.
აკრძალული ქვეყნების სიაში მოხვდება რუსეთი და მის მიერ ოკუპირებული ყირიმი, ბელარუსი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ჩინეთი, ყირგიზეთი, მოლდოვას დნესტრისპირეთის რეგიონი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი და საქართველოს, დროებით ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონები.
კანონის თანახმად, მთავრობას შეუძლია განსაზღვროს შემთხვევები, მათ შორის გამონაკლისები პირადი გარემოებებიდან გამომდინარე, როდესაც ჯარისკაცები შეძლებენ გაემგზავრონ სიაში შეტანილ უცხო ქვეყნებში ან ტერიტორიებზე ნებართვით ან გამგზავრების შესახებ ინფორმაციის დეკლარაციის საშუალებით.
აღსანიშნავია, რომ კანონი ძალაში იანვრიდან შევა.