ნიკა გვარამია – ევროკავშირმა მიიღო რეზოლუცია, რომ საქართველოს ადგილი ევროპაშია, მაგრამ „ქოცური საქართველო“ ევროპაში ვერ მოხვდება – არ დავთმობთ, არ გავრუსდებით!

დღეს ევროკავშირმა მიიღო რეზოლუცია, რომ საქართველოს ადგილი ევროპაშია, მაგრამ „ქოცური საქართველო“ ევროპაში ვერ მოხვდება, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მ იმერეთში გამართულ ყრილობაზე განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს გზას ევროპისკენ ეღობება.
„რა გვინდა ჩვენ? – ჩვენ გვინდა ევროპაში, ამიტომ, როცა ჩვენ გზას ვიღაც ეღობება, როცა ჩვენ ევროპისგან ვიღაც გაგვწევს, ქუთაისში, ნიკო ნიკოლაძის, ლასხიშვილის, გალაკტიონის, დიდი ევროპელების ქალაქში უნდა ვთქვათ ღიად: ვინც ჩვენ გაგვწევს, ჩვენ გავწევთ იმას, ბიძინა ივანიშვილი გარეთ, ევროპა შიგნით. გაუმარჯოს ევროპულ საქართველოს და ევროპული საქართველოს მთავარ ქალაქს, ქუთაისს.
ჩვენ ვართ ევროპის ყველაზე ძველ ქალაქში, ქუთაისში. ათენის და საბერძნეთის რამდენიმე ქალაქის შემდეგ ეს ქალაქი არის ზუსტადაც რომ ყველაზე ძველი დედაქალაქი, ბევრად ძველი, ვიდრე ჩვენი დედაქალაქი, თბილისი. ამ ქალაქს ნანახი აქვს ევროპა რა არის, იცის ევროპა რა არის იმიტომ, რომ ეს ქალაქი არის ევროპა და მომავალი მისია.
როგორც ზურა ჯაფარიძე ამბობს, ს შემდეგ გვექნება ევროპული პასპორტი ჯიბეში და ქუთაისის აეროპორტიდან წავალთ ზუსტად ევროპაში.
ეს არის ქალაქი, რომელმაც მიიღო არგონავტები, ჩვენგან რომ სიბრძნე მიჰქონდათ ის არგონავტები, ბერძნები კოლხებისგან რომ სესხულობდნენ სიბრძნეს. ჩვენ არ დავთმობთ, არ გავრუსდებით, ჩვენი ქვეყანა არის საქართველო და მომავალი ჩვენია“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

რობინ დანიგანი – „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობამ გამომიგზავნა ტრამპის ადმინისტრაციისთვის პირადი წერილი, რომელიც იყო მუქარის შემცველი, შეურაცხმყოფელი, არასერიოზული და უკიდურესად ცუდად იყო მიღებული ვაშინგტონში

მიხეილ სააკაშვილი – საზოგადოების აქტიურმა ნაწილმა უნდა აიღოს ხელში ინიციატივა და შეწყვიტოს ერთი და იგივე წრეზე სიარული – ლიდერების დეფიციტის პირობებში, თვითორგანიზებაა ერთადერთი სწორი გამოსავალი