AI დატა ცენტრების გაჩენამ, 2050 წლისთვის სპილენძზე მოთხოვნა წლიურად შესაძლოა 3.4 მლნ ტონით გაზარდოს – BHP

AI დატა ცენტრების გაჩენამ, 2050 წლისთვის სპილენძზე მოთხოვნა წლიურად შესაძლოა 3.4 მლნ ტონით გაზარდოს, – ინფორმაციას Galt&Taggart-ი, სპილენძის უმსხვილესი მწარმოებლის BHP-ის ინფორმაციაზე დაყრდნობით, ნედლეულის ყოველთვიურ მიმოხილვაში აქვეყნებს.
Galt&Taggart-ის ინფორმაციით, სპილენძის მწარმოებლები მომავალი დეკადის განმავლობაში ლითონზე დეფიციტის გამძაფრებას ელიან.
„2024 წლის სექტემბერში სპილენძის ფასი თვიურად 6.3%-ით გაიზარდა. ჩინეთში გამოცხადებულმა დახმარებების პაკეტმა და -ში დამატებით მოსალოდნელმა განაკვეთების კლებამ მეტალების ბაზარზე ფასების ზრდა გამოიწვია. მათ შორის, სპილენძის ფასი ერთ ტონაზე დროებით $10,000-საც გადაცდა.
მაკრო ფაქტორები წითელი მეტალისთვის დადებითად გამოიყურება, თუმცა გასული გაზაფხულის ზრდისგან განსხვავებით, ტრეიდერები ახლა მეტ სიფრთხილეს იჩენენ. ამასთან, სპილენძის მწარმოებლები მომავალი დეკადის განმავლობაში დეფიციტის გამძაფრებას ელიან, რამაც შესაძლოა ენერგო-ტრანზიცია დროებით „გადადოს“, – ნათქვამია მიმოხილვაში.