“ძალიან მნიშვნელოვანია, მუდმივ რეჟიმში გვქონდეს თანამშრომლობა ჩვენს უნგრელ პარტნიორებთან… ჩვენ გვაერთიანებს საერთო ღირებულებები” | კობახიძე

“ძალიან მნიშვნელოვანია, მუდმივ რეჟიმში გვქონდეს თანამშრომლობა ჩვენს უნგრელ პარტნიორებთან… ჩვენ გვაერთიანებს საერთო ღირებულებები”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი ბუდაპეშტში საუბრობს, სადაც ოფიციალური ვიზიტით დღეს გაემგზავრა.
უნგრეთი არის საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერი ევროინტეგრაციის გზაზე და, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მუდმივ რეჟიმში გვქონდეს თანამშრომლობა ჩვენს უნგრელ პარტნიორებთან იმისათვის, რომ ეს მხარდაჭერა კიდევ უფრო გაძლიერდეს. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, ერთ კვირაში, როდესაც განიხილება საბოლოოდ კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი, უნგრეთის ძალიან ძლიერი მხარდაჭერა ექნება ჩვენს ქვეყანას. ჩვენ გვაერთიანებს საერთო ღირებულებები, საერთო ფასეულებები და, რა თქმა უნდა, როდესაც ეს თანამშრომლობა არის ფასეულობებზე დაფუძნებული, ამ დროს პერსპექტივაც არის უფრო ძლიერი. ევროკავშირისა და უნგრეთის მოლაპარაკებები არის ევროკავშირისა და უნგრეთის საქმე და ჩვენ ამაში ვერ ჩავერევით. საბოლოო ჯამში, მე დარწმუნებული ვარ, რომ იქნება დადებითი გადაწყვეტილება მიღებული ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით, მათ შორის, უკრაინის სასარგებლოდ, მოლდოვის სასარგებლოდ და ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ დადებითი გადაწყვეტილება იქნას ასევე მიღებული საქართველოსთან დაკავშირებით, – თქვა კობახიძემ.