ნიკოლოზ სამხარაძე – ბრიუსელში მონაწილეობას მივიღებთ ნატო-საქართველოს კომისიის ფორმატში, სადაც საუბარი იქნება იმ პროგრესზე, რომელიც ქვეყანას 2023 წელს ჰქონდა

მონაწილეობას მივიღებთ ნატო-საქართველოს კომისიის ფორმატში, სადაც საუბარი იქნება იმ პროგრესზე, რომელიც ქვეყანას 2023 წელს ჰქონდა, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ ბრიუსელში ვიზიტის დროს განაცხადა.
მისი თქმით, შეხვედრების დროს საუბარი იქნება ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე.
„ელჩებთან საუბარი იქნება მომავალ გაფართოებაზე, ასევე, რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე და პარტნიორი ქვეყნების ხედვას მოვისმენთ, ისინი თუ როგორ ხედავენ ნატო-ს სამომავლო გაფართოებას და როდის ივარაუდება ნატო-ს გაფართოება. ოკუპირებულ ტერიტორიებზე ძალიან მძიმე ვითარება არსებობს და სამწუხაროდ, ცოტა ხნის წინ მოხდა საქართველოს მოქალაქის მკვლელობა. ასევე, ხდება გატაცებები. ჩვენი საუბრის თემა ეს საკითხები იქნება. ზოგადად, ასევე, რუსეთიდან მომავალი საფრთხეები,” – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ პატარაძე: განსაკუთრებულად დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენი პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობაში

მიხეილ სააკაშვილი: არსაიდან გასვლას და არანაირ დემარშს არ ვაპირებ – არც ზურგში დანის ჩარტყმის მოთმენას ვაპირებ, არც იმას, რომ ვიღაცის მიერ ჩემთვის დაწესებული წესებით ვიმოქმედო, ეს არასდროს გამიკეთებია და არც სხვას ვურჩევ