Berkshire Hathaway-მა Bank of America-ში თავისი წილი 10,1%-მდე შეამცირა

მილიარდერ უორენ ბაფეტის საინვესტიციო კომპანია Berkshire Hathaway-მა განაგრძო Bank of America Corp.-ში წილების შემცირება, იუწყება MarketWatch.
3, 4 და 7 ოქტომბერს, Berkshire-მა გაყიდა ბანკის 9,6 მილიონი აქცია, საერთო ჯამში, დაახლოებით 383 მილიონ დოლარად, ნათქვამია დოკუმენტებში, რომელიც კომპანიამ გაუგზავნა -ს ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიას (SEC).
საინვესტიციო ფონდი ახლა ფლობს დაახლოებით 784.5 მილიონ Bank of America–ს ფასიან ქაღალდს. ამით Berkshire-ის წილი ბანკში 10,1%-ს შეადგენს.
Berkshire ვალდებულია გაამჟღავნოს მონაცემები ფასიანი ქაღალდების გაყიდვის შესახებ მოკლე დროში, იქამდე სანამ მისი წილი ბანკში აღემატება 10%-ს (დაახლოებით 776 მილიონი აქცია), აღნიშნავს MarketWatch.
nterfax

ასევე დაგაინტერესებთ

„ჩვენ მივიღებთ თანამედროვე სამედიცინო დაწესებულებას, რომელიც იქნება ფლაგმანი არამხოლოდ საქართველოში არამედ მთლიანად რეგიონის მასშტაბით“ – მიხეილ სარჯველაძე რესპუბლიკურ საავადმყოფოზე