ისრაელელმა სამხედროებმა ღაზაში, ჯაბალიას ლტოლვილთა ბანაკი ალყაში მოაქციეს

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ღაზის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ჯაბალიას ლტოლვილთა ბანაკის ალყაში მოქცევა დაასრულეს.
„ვიმოქმედეთ ჯაბალიაში “ჰამასის” სიმაგრეების წინააღმდეგ. ისრაელის თავდაცვის ძალებმა და უსაფრთხოების სამსახურმა „ჰამასის“ სამეთაურო-საკონტროლო ცენტრის წინააღმდეგ მიზანმიმართული იერიში განახორციელეს“, – აღნიშნულია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.
ამასთან, თავდაცვის ძალების ცნობით, კონტროლი დაამყარეს საკვანძო სამხედრო პუნქტებზე, საიდანაც მათ ჯარებზე თავდასხმები ხორციელდებოდა. ჯაბალია მჭიდროდ დასახლებული ლტოლვილთა ბანაკი. ის 1948 წლის არაბეთ-ისრაელის ომის შემდეგ დაარსდა, როდესაც ასობით ათასი პალესტინელი გაიქცა ან გააძევეს ტერიტორიიდან, რომელიც ისრაელის ახლადშექმნილ სახელმწიფოს მოიცავდა და მოგვიანებით დაბრუნებაზე უარი განაცხადეს. ბანაკი ხალხმრავალი ტერიტორიაა, სადაც სახლები, მაღაზიები და საცხოვრებელი კორპუსები ერთმანეთთან მჭიდროდ არის განლაგებული.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”