მაკრონმა ორბანი უკრაინის საკითხის განსახილველად პარიზში მიიწვია

მაკრონმა ორბანი უკრაინის საკითხის განსახილველად პარიზში მიიწვია. ამის შესახებ ინფორმაციას Politico ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
Politico-ს ცნობით, საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი მიიჩნევს, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის დარწმუნება შეიძლება, რათა მან უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას მხარი დაუჭიროს.
„ეს არის წმინდა ტაქტიკური მომენტი, ამიტომ არის გარკვეული ოპტიმიზმი, რომ შეთანხმებას მივაღწიოთ“, – განუცხადა Politico-ს ოფიციალურმა წყარომ.
მაკრონსა და ორბანს შორის შესაძლო შეხვედრა პარიზში, მიმდინარე კვირის ბოლოს გაიმართება.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატის განცხადებით, მისთვის უცნობია, რას უკავშირდება ნია იმნაძის 10 თვის შემდეგ დაკავება, მტკიცებულებებში არ ფიქსირდება „მეტადან“ გამოთხოვილი ინფორმაცია და შესაძლოა უწყებებზე საზოგადოებრივ წნეხს ჰქონდეს ადგილი