„საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ თერჯოლის გგს-ში სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს

შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” თერჯოლის გაზგამანაწილებელ სადგურში სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს.
“საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ცნობით, აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, 7 დეკემბერს 10:00დან 15:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ ქალაქ თერჯოლასა და თერჯოლის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: ეწერი, ბარდუბანი, ზედა სიმონთი, ქვედა სიმონეთი, სიქთარვა, ნახშირღელე, ღვანკითი, რუ, ახალი თერჯოლა, ტელეფა, ძევრი, ნავენახევი, სათემო, სეფარეთი. ხსენებულ პერიოდში ბუნებრივი გაზი ასევე არ მიეწოდება ქალაქ ზესტაფონში სტაროსეცკის ქუჩასა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: ქვედა საქარა, პირველი სვირი, არგვეთა.
მათივე ცნობით, ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს.
„შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

სუს-ი – რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, სოფელ ფლავისმანის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული ძმები – ტარიელ და ლეონიდე თენაძეები უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლდნენ

ნატო ჩხეიძე: ბევრ კითხვას ბადებს მისი ეს წასვლა – ამბობს ქალაქის მერი აშშ ელჩის განცხადებაზე… წარმოვიდგინოთ იგივე ფრაზებს როგორ იტყოდა იგივე მერი შსს მინისტრის გომელაურის წასვლაზე…