„ნაციონალური მოძრაობა“ ჭიათურის საკრებულოს წევრებმაც დატოვეს

ჭიათურის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ ხუთივე წევრმა დატოვა. როგორც მათ ბრიფინგზე განაცხადეს, მიზეზი პარტიაში მიმდინარე პროცესები და ახალი მენეჯმენტია.
მათივე განცხადებით, არსებულ პირობებში პარტიაში დარჩენა შეუძლებელია, რადგან ახალ თავმჯდომარეს მათთან 10 თვის განმავლობაში კომუნიკაცია არ ქონია და არც პარტიულ შეკრებებზე იწვევდნენ.
საკრებულოს დეპუტატები მანდატების დატოვებას არ აპირებენ და აცხადებენ, რომ ბრძოლა ახალი პლატფორმიდან გაგრძელდება.
ცნობისთვის, დღეს, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 22 წევრიდან 14-მა დატოვა.
როგორც საკრებულოს ჯერ კიდევ მოქმედმა თავმჯდომარე, მაია კალანდიამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მიზეზი პარტიის თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და მის მიერ გაჟღერებული განცხადებებია. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, მისი თქმით, ამის შესახებ საზოგადოებას უახლოეს დღეებში ეცნობება.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”