უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 18 რუსული დრონი გაანადგურა

8 ოქტომბრის ღამეს, უკრაინის თავდაცვის ძალებმა 18 რუსული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურა.

“საჰაერო ბრძოლის შედეგად მტრის 18 უპილოტო საფრენი აპარატები განადგურებულია ოდესის, ნიკოლაევის, დნეპროპეტროვსკის, ვინიცკისა და ტერნოპოლსკის ოლქებში”. – წერია უკრაინის შეიარაღებული ძალების ანაგარიშში.

გარდა ამისა, ერთი უპილოტო საფრენი აპარატი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე დაბრუნდა.

დრონები უკრაინის მიმართულებით პრიმორსკო-ახტარსკის ოლქიდან ააფრინეს. ასევე, ოკუპირებული ყირიმიდან რუსებმა ისკანდერის ტიპის 2 რაკეტა გაისროლეს.

რუსული იერიშის შედეგად ქალაქ ჩერნომორსკში დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსი.

რუსეთი უკრაინის ტერიტორიას არტილერიითა და ავიაციით ყოველდღიურად ბომბავს.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი პესკოვი პუტინი-ფაშინიანის საუბარზე – ხაზი გაესვა სომხეთში რეფერენდუმის, რაც შეიძლება მალე ჩატარების აუცილებლობას, რათა განისაზღვროს, თუ რომელი მიმართულებით სურს სომეხ ხალხს სვლა

ეროვნული ბანკი – ბანკები გააგრძელებენ „თელასის“ მომსახურებას ეროვნულ ვალუტაში, მოქმედი სანქციების მოთხოვნების, სებ-ის რეგულაციების, საკუთარი პოლიტიკისა და რისკის შეფასების მიდგომების შესაბამისად