ირაკლი კობახიძე – თავდაცვის შესაძლებლობების განვითარება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, ინვესტიციები ჩაიდება ეროვნულ სამხედრო მრეწველობაში – მომდევნო წლებში 1000-ზე მეტი სამხედრო დაკმაყოფილდება ბინებით

თავდაცვის შესაძლებლობების განვითარება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, თავდაცვის სამინისტროსთან ერთად, გვაქვს კონკრეტული გეგმა შემუშავებული, რომელსაც მივყვებით, მათ შორის, ინვესტიციები ჩაიდება ეროვნულ სამხედრო მრეწველობაში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას განაცხადა.
მისივე თქმით, ინფრასტრუქტურის განვითარება და სამხედრო ბაზები არსებული გეგმის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია.
„სამხედროების სოციალური მხარდაჭერის კუთხით ბევრი რამ გაკეთდა და მომავალშიც ბევრი რამ გაკეთდება, მათ შორის, განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ „ჯარის ქალაქის“ პროექტს, რომლითაც 1000-ზე მეტი სამხედრო დამატებით დაკმაყოფილდება ბინებით შემდეგი წლების განმავლობაში. ინფრასტრუქტურის განვითარება, სამხედრო ბაზები და ა.შ. ჩვენი გეგმის ძალიან მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

„სტრატეგია აღმაშენებელი“ – კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი არის ახალი საპარლამენტო არჩევნები და ყველა სინდისის პატიმრის გათავისუფლება და არა არალეგიტიმური პრეზიდენტის შეწყალება – ბრძოლა იქნება ღირსებით და ბოლომდე

თენგიზ შარმანაშვილი ირაკლი კუპრაძის განცხადებაზე: თუ მათთვის არალეგიტიმური პრეზიდენტისთვის მიმართვას თაკილობენ, ამავე პრეზიდენტის მიერ დანიშნულ არჩევნებში მონაწილეობას როგორ აპირებენ?