ინიესტამ ფეხბურთელის კარიერის დასრულება დაადასტურა

40 წლის ნახევარმცველმა ანდრეს ინიესტამ ფეხბურთელის კარიერის დასრულება ოფიციალურად დაადასტურა, – ამის შესახებ ის თავისი “ტვიტერით” იტყობინება.
ინიესტა “ბარსელონაში”, “ვისელ კობეში” და “ემირეითსში” თამაშობდა. ის კატალონიურ გუნდში ცხრაჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი, ექვსჯერ თასის მფლობელი და ოთხჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა.
2010 წელს ანდრესმა ესპანეთის ნაკრების რიგებში მსოფლიოს ჩემპიონატი, 2008 და 2012 წლებში კი ევროპის ჩემპიონატი მოიგო.
სპეციალურად საიტისთვის მოამზადა გიორგი ყარმაზანაშვილმა