ვეტერანი ზვიად ხაჩიძე მკლავჭიდში მსოფლიო ჩემპიონის სახელობითი ქამრის მფლობელი გახდა

საბერძნეთში, ქ. ლუთრაკში, მკლავჭიდის მსოფლიო ფედერაციის – IFA-ს ეგიდით, ჩატარდა მსოფლიო ჩემპიონატი მკლავჭიდში, რომელშიც მონაწილეობდნენ სპორტსმენები ხუთივე კონტინენტის 34 ქვეყნიდან.
მსოფლიო პირველობაზე, საქართველო, 13 სპორტსმენით იყო წარმოდგენილი; ქართველმა ათლეტებმა წარმატებით იასპარეზეს და ჯამში, 11 მედალი მოიპოვეს. ჩვენი ქვეყნის ნაკრების შემადგენლობაში გახლდათ ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანი, ზვიად ხაჩიძე, რომელიც ორ – ”გრანდ მასტერისა” და ”ვიზუალის” კატეგორიაში მონაწილეობდა.
მარჯვენა მკლავით ფინალურ ორთაბრძოლაში, ზვიად ხაჩიძემ, შვედი სპორტსმენი დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
ზვიად ხაჩიძე ტიტულოსანი სპორტსმენია. ის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების არა ერთგზის გამარჯვებულია. მისი ღვაწლისა და დამსახურების აღიარებისთვის, IFA-ს გადაწყვეტილებით, სპორსტმენის სახელობითი ქამარი, საგანგებოდ დამზადდა. ჩემპიონს, ეს ჯილდო, მის 56 წლის იუბილეზე, მკლავჭიდის მსოფლიო ფედერაციის – IFA-ს პრეზიდენტმა, ანდერს აქსკლომ პირადად გადასცა.
ინფორმაცია ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა ვაჩეიშვილი: რა ოჯახის სიწმინდე – ახალგაზრდებს ოჯახს აცილებთ, სცემთ, აჯარიმებთ, ციხეში სვამთ, ბავშვებს წამალს არ აძლევთ, დედებს საქართველოდან უცხო ოჯახებში მიერეკებით სარჩოს საძებნად…

კახა ჯაფარიძე: ოჯახის შექმნას და ბავშვის ყოლას ახალისებს სტაბილური შემოსავალი, როცა იცი, რომ ხვალ სამსახურიდან უმიზეზოდ არ გაგაგდებენ. ასევე ხელმისაწვდომი საცხოვრებელი და არა 30-წლიანი იპოთეკა დოლარში